მაჭავარიანი ნინო გიორგის ასული
მაჭავარიანი ნინო გიორგის ასული

აჭავარიანი ნინო გიორგის ასული (06.III.1943, თბილისი - 14.XII.2022, იქვე), გეოგრაფი, ჰიდროლოგი, გეოგრაფიის მეცნ. კანდ. (1971). მ. ნ.-მ წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტი სპეციალობით ჰიდროლოგია და მიენიჭა ინჟინერ-ჰიდროლოგის კვალიფიკაცია (1965). მუშაობდა საქართ. პოლიტექ. ინ-ტში უფრ. ლაბორანტად (1964), ინჟინრად ჰიდროპროექტში (1965-1968), ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტში (1965-2022): უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლად საქართვ. მეცნ. აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის ჰიდროლოგიის განყ-ში (1968-1970), უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად საქართვ. მეცნ. აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტში ჰიდროლოგიის განყ-ში (1970-2006), უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის ბუნ. რესურსების, ლანდშაფტური დაგეგმარების და ექსპერტიზის განყ-ში (2006-2009), უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტში ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განყ-ში (2009-2022). მ. ნ.-მ გაიარა ასპირანტურის კურსი (1965-1968), დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ცენტრალური კავკასიონის სამხრეთი ფერდობის მდინარეების მყარი მასალის ჩამონადენი“ (1971). იყო ახალგაზრდა მეცნიერთა სემინარის ხელმძღვ. (1974-1975), დაამთავრა უცხო ენების დაუსწრებელი სწავლების ცენტრ. კურსები (მოსკ., 1975), იყო „ადამიანი და ბიოსფერო“ #5 პროექტის სწავლული მდივანი. მისი კვლევები მოიცავდა კავკასიის მდინარეების მყარი ჩამონადენის ფორმირების და რეჟიმის, ასევე ფსკერის და ალუვიური ნალექების შესწავლის და მყარი ჩამონადენის კვლევის მეთოდიკის დამუშავების საკითხებს. იყო რამოდენიმე საკანდიდატო დისერტაციის ოპონენტი. მ. ნ. იყო რამდენიმე ადგილ. ფუნდამენტური და გამოყენებითი საგრანტო პროექტის ძირით. შემსრულებელი, მონაწილეობდა არაერთ საერთაშ. ფორუმში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. და სამეცნ.-პოპულ. ნაშრომები, მათ შორის იმპაქტ-ფაქტორის მქონე სამეცნ. ჟურნალებში.

თხზ.: მაჭავარიანი, ნ. (თანაავტორი). (2022). სამენოვანი ლექსიკონი ჰიდროლოგიაში (რუს.-ინგლ.-ქართ.). უნ-ტის გამ-ბა; Machavariani, N. (თანაავტორი). Inland waters, chapter 10 in the book The Physical Geography of Georgia. Geography of the Physical Environment, Springer, Switzerland, 101-127; მაჭავარიანი, ნ. (თანაავტორი). (2023). შიგა წყლები. წიგნში „საქართველოს გეოგრაფია““.  თბ. უნ-ტის გამ-ბა, გვ. 110-124.

ლიტ.: ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ. განათლება.