-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი ფილოლოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
მაჭავარიანი ნანა მუხრანის ასული (15. II. 1956, თბილისი), ენათმეცნიერი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის კავკასიურ ენათა განყ-ბა (1978). იყო თსუ-ის ასპირანტი (1978-1981); საქართვ. მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინ-ტის მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყ-ბის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1983); უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1986); მეცნიერ-თანამშრომელი (1991); მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (2018). არის არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნ. ინ-ტის დირექტორი (2018-დან); პროფესორი (2000). მისი საკანდიდატო დისერტაციაა: „სინტაქსურ მიმართებაში შემავალი ზმნური კატეგორიები აფხაზურსა და ქართულში“ (1987); ხოლო სადოქტორო დისერტაციის თემა იყო: „მცენარეთა ლექსიკა აფხაზურში (სემანტიკურ-სტრუქტურული ანალიზი)“ (2005). სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედ. ინ-ტში; ილია ჭავჭავაძის სახ. უცხო ენათა ინ-ტში; ბერძნ.-ქართ. უნ-ტში; ხარისხის მართვის უნ-ტში; თსუ-ში (2003-დან). არის თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2006); თსუ-ის კავკასიოლოგიის სასწ.-სამეცნ. ინ-ტის ასოცირებული პროფესორი; მრავალი სამეცნ. ჟურნალის სარედაქციო საბჭოსა და რედკოლეგიის წევრი; მუხრან მაჭავარიანის მუზეუმის თბილისისა და არგვეთის ფილიალების დირექტორი; გამოცდების ეროვნ. ცენტრის მიერ ჩატარებული ქართ. ენისა და ლიტ-რის გამოცდების მონაწილე. მისი სამეცნ. ინტერესების სფეროა: ქართველური და მთის იბერიულ-კავკ. ენები (განსაკუთრებით აფხაზურ-ადიღურ ენათა სტრუქტურის, ლექსიკისა და ისტორიის საკითხების კვლევა, ამ ენათა გრამატიკული წყობის ანალიზი ქართველურ ენებთან მიმართებაში); არის 200-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის, მათ შორის 10 წიგნის ავტორი; არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნ. ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი; ვუკოლ ბერიძის საზ-ბის წევრი; მუხრან მაჭავარიანის სახ. ფონდის თავ-რე; სახელმწ. ენის დეპარტ. ექსპერტთა კომისიის ენის მეცნ. განვითარების ქვეკომიტეტის თავ-რე; ფაზისის აკად. აკადემიკოსი; ცხუმ-აფხაზეთის მეცნ. აკად. აკადემიკოსი; საჩხერის საპატიო მოქალაქე (2015); გადაეცა თსუ-ის ოქროს მედალი.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): მაჭავარიანი, ნ. (2006). მცენარეთა ლექსიკა აფხაზურში: სემანტიკურ-სტრუქტურული ანალიზი. თბ., ქართული ენა, ISBN: 9994086413; მაჭავარიანი, ნ. (2006). სინტაქსურ მიმართებაში შემავალი ზმნური კატეგორიები აფხაზურსა და ქართულში. თბ., ქართული ენა, ISBN: 999408643X; მაჭავარიანი, ნ. (რედაქტორი). (2007). აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძის ნაშრომთა ბიბლიოგრაფია. თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941120411; მაჭავარიანი, ნ. (2011). Глагольные категории в абхазском и грузинском языках, вступающие в синтаксические отношения. Тб., Дедаена, ISBN: 9789941037771; მაჭავარიანი, ნ. (2015). ენათმეცნიერული შტუდიები. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941364068; მაჭავარიანი, ნ. (2017). აფხაზური ენის გრამატიკის საკითხები: აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა მეტყველების გათვალისწინებით: ტექსტებითა და ლექსიკონით. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941136276; მაჭავარიანი, ნ. (2018). აფხაზურ-ქართული ლექსიკონი ინდექსითა და გრამატიკული მიმოხილვით. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941137914; მაჭავარიანი, ნ. (2018). აფხაზური ენის პრაქტიკული სახელმძღვანელო: გრამატიკული მიმოხილვა, ტექსტები, ლექსიკონი. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941137341; მაჭავარიანი, ნ. (2020). აფხაზური ენის აფიქსები და მოდალური ელემენტები გრამატიკული მიმოხილვითურთ. თბ., ISBN: 9789941139567; მაჭავარიანი, ნ. (2023). ფაუნის ლექსიკა აფხაზურში: სემანტიკურ-სტრუქტურული ანალიზი. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941361524.