-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოსოფოსი დოქტორი პროფესორი
მაჭავარიანი მარინა დიმიტრის ასული (12.VIII.1947, თბილისი), ფილოსოფოსი, ფილოს. მეცნ. დოქტორი (2002), პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის დას. ევრ. ენებისა და ლიტერატურის ფაკ-ტი (1970). მოგვიანებით სწავლა განაგრძო ფილოსოფიის მიმართულებით და დაამთავრა ასპირანტურა (1977). ფილოს. მეცნ. კანდ., დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,თავისუფლებისა და აუცილებლობის მიმართების პრობლემა ფრიდრიხ შელინგის ფილოსოფიაში“ (1976/1982). მიენიჭა ფილოს. მეცნ. დოქტორის ხარისხი (2002). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ფილოსოფიის ინ-ტში (ახლანდ. ს. წერეთლის სახ. ფილოსოფიის ინ-ტი) სხვადასხვა სამეცნ. თანამდებობაზე (1978-დან). პარალელურად მუშაობდა თსუ-ის რუს. ენის კათედრაზე უცხოელი მოქალაქეებისათვის და პედ. მოღვაწეობას ეწეოდა სხვადასხვა უმაღლ. სასწავლებელში. ამჟამად არის ს. წერეთლის სახ. ფილოსოფიის ინ-ტის უფრ. მეცნიერ თანამშრომელი. სამეცნ. კვლევის სფერო: ფილოსოფიის ისტორია, გერმ. კლასიკური ფილოსოფია და ქართ. ფილოს. აზრის ისტორია. მის ნაშრომებში შესწავლილია ი. კანტის, ი. ფიხტესა და ფ. შელინგის ტრანსცენდენტალური ფილოს. საკითხები, თავისუფლებისა და აუცილებლობის პრობლემა და მათი რეფლექსია ქართ. კულტურაში.
თხზ.: მაჭავარიანი, მ. (1985). თავისუფლების პრობლემა ფიხტეს ფილოსოფიაში. თბ., მეცნიერება; მაჭავარიანი, მ. (1994). გერმანული კლასიკური ფილოსოფიის ნარკვევები. თბ., უნ-ტის გამ-ბა; მაჭავარიანი, მ. (2001). სუბიექტურობის პრობლემა ტრანსცენდენტალურ იდეალიზმში. თბ., მერიდიანი, ISBN:9992832096; მაჭავარიანი, მ. (თანაავტორი). (2010). ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია. თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941129278.