მაჭავარიანი ლია გივის ასული (6. II. 1960, თბილ.), გეოგრაფ-ნიადაგმცოდნე, გეოგრ. მეცნ. დოქტორი (თსუ, 2006), სოფლის მეურნეობის მეცნ. კანდიდატი (საუ, 1989), პროფესორი, თსუ-ის ნიადაგების გეოგრ. კათედრის გამგე (2012-დან), თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტთან მის მიერ დაარსებული გამოყენებითი ეკოლ. ინ-ტის დირექტორი (2009-დან), თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი (2014-2026). მ. ლ.-მ წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი სპეციალობით გეოგრაფი (სპეციალიზაცია ნიადაგმცოდნეობა და ნიადაგების გეოგრაფი) და მიენიჭა გეოგრაფიის მასწავლებლის კვალიფიკაცია (1982). მ. ლ. მუშაობდა თსუ-ის ხმელეთის ჰიდროლ. და ნიადაგმცოდნეობის კათედრის ლაბორანტად (1982-1990), შემდეგ არის ამავე კათედრის მასწავლებელი (1990-1992), დოცენტი (1992-1998), საქართვ. გეოგრ. კათედრის გამგის მოადგილე, დოცენტი (1998-2006) და ასოცირებული პროფესორი (2006-2012), შემდეგ კი პროფესორი და ნიადაგების გეოგრაფიის კათედრის გამგე (2012-დან). შეთავსებით მუშაობდა თბილ. ეკონ. ურთიერთობათა სახელმწ. ინ-ტში გეოპოლიტიკის კათედრის გამგედ (1993-1999), სადაც მის მიერ დაარსდა კათედრის სამეცნ. შრომების კრებული (1997, 1999). მ. ლ.-მ პერიოდულად გადიოდა სტაჟირებას ქ. მოსკოვში ვ. დოკუჩაევის სახ. ნიადაგების სამეცნ.-კვლ. ინ-ტსა და მ. ლომონოსოვის სახელმწ. უნ-ტში (1982-1988), სადაც დაეუფლა ნიადაგმცოდნეობის ახალ მიმართულებას მიკროპედოლოგიას. სწორედ ამ სფეროს მიეძღვნა მისი საკვალიფიკაციო ნაშრომი „საქართველოს სუბტროპიკული ეწერი ნიადაგების მიკრომორფოლოგია და მიკროქიმია“ (1989). სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე „საქართველოს ძირითადი ნიადაგების მიკროშენების გეოგრაფიული პარადიგმები“ (2006) და მიენიჭა გეოგრ. მეცნ. დოქტორის სამეცნ. ხარისხი სპეციალობით გეოეკოლოგია. ფილიპსის სახ. მარბურგის უნ-ტში (გერმანია) გაიარა გეოინფორმაციული სისტემებისა და დისტანციური კვლევის (GIS and Remote Sensing) კურსები (1997); MASHAV-ის პროგრამით ქ. თელ-ავივში (ისრაელი) მსოფლიო მეტეოროლოგიური ტრენინგ-ცენტრის მიერ ორგანიზებული აგრომეტეოროლოგიური (Agricultural Meteorology) კურსები (2002); გერმანულ-ქართული პროექტის Cadastre and Land Registration ფარგლებში Land Consolidation Component (LLC) მიერ ორგანიზებული სასწავლო კურსი WRB (ნიადაგის საერთაშ. კლასიფიკაცია) (2004); დელფტის (ნიდერლანდები) UNESCO-IHE Institute for Water Education-ში, ჰიდროლოგების ჯგუფთან ერთად, კურსი „წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა“ (Integrated Water Resources Management) (2014). ლ.მ. მონაწილეობდა TEMPUS, EU ერთობლივ ევროპულ პროექტში „თუნინგის მიდგომის გამოყენება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში“ დედამიწისშემსწავლელ მეცნიერთა ჯგუფის წევრად (2008-2009), მონაწილეობდა Erasmus+ (European Commission) გაცვლით პროგრამაში უპსალას აგრარულ მეცნიერთა შვედურ უნ-ტში SLU (2023) და სხვ. მ. ლ. იყო გარემოს ეროვნ. სააგენტოსთან არსებული გარემოსათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტის განხილვის საექსპერტო კომისიის წევრი – საზოგადოებრივი ექსპერტი (2024), გარემოსმცოდნეობის უმაღლ. განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი (2024), თსუ-ის სადისერტაციო საბჭოს წევრი და თავმჯდომარის მოადგილე (2023-2025; 2025-2027), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიურ საბჭოსთან არსებული „ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რაციონალურად გამოყენების უწყებათშორისი კომისიის” წევრი (2006-2012), საქართვ. ნიადაგმცოდნეთა საზ-ბის ვიცე-პრეზიდენტი (2009-2013), ალ. ჯავახიშვილის სახ. საქართვ. გეოგრ. საზ-ბის სამეცნ. საბჭოს წევრი (2008-დან). ლ. მ. არის ასევე თსუ-ის საბაკალავრო პროგრამის „გეოგრაფია“ ხელმძღვ. (2006-დან), სამაგისტრო პროგრამის „ბუნებათსარგებლობა და მდგრადი განვითარება“ თანახელმძღვ. (2012-დან), სადოქტორო პროგრამის „გამოყენებითი ეკოლოგია“ ხელღვ. (2012-დან), ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის საგამომცემლო საბჭოს წევრი და გეოგრ. დარგობრივი სარედაქციოს კოლეგიის თავ-რე (2008-დან). არის რამდენიმე საერთაშ. სამეცნ. ჟურნალის სარედ. კოლეგიის წევრი და სპეცგამოშვების მოწვეული რედ. (EJSS, IJSRC, ALJEST, JEB, AJEP, GGJ); რამდენიმე საგრანტო პროექტის სამეცნ. ხელმძღ. და ძირითადი შემსრულებელი. მონაწილეობდა არაერთ საერთაშ. სამეცნ. ფორუმსა და პროგრამაში მომხსენებლის, სამეცნ. კომიტეტის წევრისა და სექციის ხელმძღვანელის რანგში (აშშ, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ბელგია, ნორვეგია, ბულგარეთი, იაპონია, ჩინეთი, ინდოეთი, არაბთა გაერთ. საამიროები, თურქეთი და სხვ.). გამოქვეყნებული აქვს 200-მდე სამეცნ., სასწ.-მეთოდური და სამეცნ.-პოპულ. ნაშრომი, მათ შორის საერთაშ. რეიტინგულ (WoS, Scopus) იმპაქტ ფაქტორის მქონე სამეცნ. ჟურნალებში.
თხზ.: ურუშაძე, თ.; მაჭავარიანი, ლ. (2011). პრაქტიკუმი ნიადაგმცოდნეობაში. თბ. გამომც. უნივერსალი, ISBN 9789941132001; ურუშაძე, თ.; მაჭავარიანი, ლ. (2013). გამოყენებითი ეკოლოგიის საფუძვლები. თსუ, ISBN 978 9941132933; Matchavariani, L. (2019). Editor. The Soils of Georgia. World Soil Book Series, Springer, Switzerland, ISBN 9783030185084; მეტრეველი, გ.; მაჭავარიანი, ლ.; გულაშვილი, ზ. (2022). წყალსაცავების პოზიტივები და ნეგატივები. თბ., სამშობლო, ISBN: 9789941978463.
სტატია: Khatisashvili, G.; Matchavariani, L.; Gakhokidze, R. (2015). Improving Phytoremediation of Soil Polluted with Oil Hydrocarbons in Georgia. Chapter 19 in the book „Soil Remediation and Plants: Prospects and Challenges“. Elsevier – Amsterdam – Boston – Heidelberg – London – New York – Oxford – Paris – San Diego – San Francisco – Singapore – Sydney – Tokyo, ISBN: 978-0-12-799937-1, pp. 547-569; Matchavariani, L (2022). Soils. Chapter 12 in the book: The Physical Geography of Georgia. Geography of the Physical Environment, Springer, Switzerland, ISBN 978-3-030-90752-5, pp. 133-140; Matchavariani, L.; Metreveli, G.; Gulashvili, Z. (2022). Assessment Scheme of Water-Reservoirs Impact on Groundwater. Int. J. GEOMATE – Geotechnique, Construction Materials and Environment, ISSN: 2186-2982, Japan, vol. 22(90), pp.110-117.
ლიტ.: ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, ISBN 9992806982.