-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი ქართველოლოგი
მაჭავარიანი გივი ირაკლის ძე (5. XII. 1927, თბილისის — 27. VIII. 1968) ენათმეცნიერი, მეცნიერი, ქართველოლოგი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის კავკ. ენათა განყ-ბა (1950). იყო თსუ-ის კავკ. ენების კათედრის დოცენტი (1955-1968), შემდეგ ზოგადი ენათმეცნ. კათედრის პროფესორი და საქ. სსრ მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი. ცენტრ. ადგილი მის სამეცნ.-კვლ. საქმიანობაში ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიის შესწავლას ეჭირა. მან შექმნა მონოგრაფიები: „სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში“ (თამაზ გამყრელიძესთან ერთად) და „საერთო-ქართული კონსონანტური სისტემა“. მის სამეცნ. კვლევით საქმიანობაში ცენტრ. ადგილი ეკავა იბერიულ-კავკ. ენების სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებს, აგრეთვე ზოგად ენათმეცნ. პრობლემატიკას. იგი იყო ფილოლ. მეცნ. დოქტ. (1966).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): მაჭავარიანი, გ. (2002). ქართველურ ენათა შედარებითი გრამატიკა : ლექციების კურსი. უნ-ტის გამ-ბა,ISBN: 999289606X.