მაჭავარიანი დავით გიორგის ძე
მაჭავარიანი დავით გიორგის ძე

მაჭავარიანი დავით გიორგის ძე  (4.X.1966, სენაკი), წარჩინებით დაამთავრა ქ. სენაკის პირველი საჯარო სკოლა (1983), თბილ. პილიტექ. ინ-ტი (1989). დაინტერესდა ბუნებრივი ქვების მოპოვების ტექნოლოგიით, რაც საფუძვლიანად შეისწავლა არაერთ ქვეყანაში საქმიანი მოგზაურობისას (1995-დან). დააფუძნა შპს „კამარა“ - ბუნებრივი ქვების მოპოვება-გადამუშავების მრავალპროფილური საწარმო (2006). „კამარას“ მიერ შესრულებული გამორჩეული პროექტებია: ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაცია;, ეკლესია-მონასტრების აღდგენა საქართვ. არაერთ ეპარქიაში, მათ შორის, მახათას ღვთიმშობლის სახ. ეკლესია; თბს ბანკის სათაო ოფისი; საქართვ. სახვითი ხელოვნების მუზეუმი და ა.შ. კომპანია „კამარამ“ ერთ-ერთმა პირველმა აღადგინა  ბაზალტისა და გრანიტის ქვაფენილის წარმოება საქართველოში. კომპანიას აქვს საკუთარი მოზაიკის სტუდია, რ-იც ამზადებს ინდივიდუალურ დეკორატიულ და არქიტექტურულ კომპოზიციებს (2012). ივ. ჯავახიშვილის თსუ-ის 100 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით მ. დ.-ს ინიციატივით კომპანია „კამარაში“ მომზადდა და უნ-ტს საჩუქრად გადაეცა მარმარილოს ქვაში გამოკვეთილი უნ-ტის გერბი (2018), რ-იც ამშვენებს თსუ-ის პირველი კორპუსის ფოიეს.