მაჭარაშვილი თეიმურაზ ნიკოლოზის ძე
მაჭარაშვილი თეიმურაზ ნიკოლოზის ძე

მაჭარაშვილი თეიმურაზ ნიკოლოზის ძე (25.IX.1956, საჩხერე), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1974);  ბიოლ. მეცნ. კანდიდატი, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „კონტრაქტილური პროცესის თერმოდინამიკა“ (1988);  დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:„კავკასიის სეისმურობის დინამიკური სირთულის არაწრფივი ანალიზი“ (2003) და მიენიჭა ფიზ.-მათ.  მეცნ. დოქტორის წოდება;  პროფესორი (2004); საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (2024);  იყო მეცნიერ-თანამშრომელი  ბიოფიზიკის ცენტრში (1983-1989); მუშაობდა ჰიდრომეტეოროლ. ინ-ტში (1990-1992); მუშაობდა თსუ-ის გეოფიზიკის ინ-ტის თანამშრომლად (1995-დან); იყო გეოფიზიკის ინ-ტის გეოფიზიკური ველების დინამიკის და გამოთვლითი გეოფიზიკის სექტორის ხელმძღვ. (1995), მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (2005); საქართვ. ტექ. უნ-ტის პროფესორი (2004); მ. თ. საქართვ. პრეზიდენტის ღირსების ორდენის მფლობელია (2013). მონაწილეობას იღებდა სამეცნ. კონფერენციებში: Analysis of the relation between the variation of ASY-H geomagnetic indices and the character of internet interdomain routing during the 2003 haloween geomagnetic strom“ (International Scientific Conference "Geophysical Processes in the Earth and its Envelopes"  Proceedings, ISBN 9789941361470, Tb., 2023); ,,The temporal analysis of Enguri dam ddatasets“ (International Scientific Conference "Geophysical Processes in the Earth and its Envelopes" Proceedings, ISBN 9789941361470, Tb., 2023).

თხზ.:მაჭარაშვილი, თ. (თანაავტორი). (2000). სირთულე ბუნების სტრუქტურასა და დინამიკაში, ფრაქტალები, ქაოსი და დროითი სერიების არაწრფივი ანალიზი:[მონოგრაფია]. თბ., გეოპრინტი.