მაჭარაშვილი გიორგი გივის ძე (03.IX.1951, თბილისი), ფიზიკოსი, დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1973) და იმავე წელს დაიწყო მუშაობა თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში. მ. გ.-ს მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდიდატის და დოქტორის ხარისხები სადისერტაციო ნაშრომებზე: „პოლარიზაციის გაზომვა პიონ-პროტონის ხისტ ურთიერთქმედებებში 40 GeV ენერგიაზე“ (1990) და ”Deuteron Break-up Study at ANKE–COSY“ (2005) შესაბამისად. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ხანგრძლივობით მუშაობდა ერევნის ფიზიკის ინ-ტში (არაგაცი), ფერარას უნ-ტში (იტალია), ასევე სამეცნ. ცენტრებში: JINR (დუბნა, რუსეთი), IHEP (პროტვინო, რუსეთი), ITEP (მოსკოვი, რუსეთი), Forschungszentrum-Juelich (იულიხი, გერმანია), KEK, JPARC (ცუკუბა, იაპონია). მ. გ. მონაწილეობდა მრავალ საერთაშ. საგრანტო პროექტსა და თანამშრომლობაში: PROZA, POLEX, NEPTUN (IHEP, პროტვინო), NICA (JINR, დუბნა), ANKE, PAX, JEDI/EDM (Forschungszentrum-Juelich, გერმანია), E391, COMET (KEK, იაპონია). მ. გ. ამჟამად არის თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტის ექსპერ. განყ-ბის ხელმძღვ.; მ. გ.-ის სამეცნ. კვლევების სფეროა: ადრონული ურთიერთქმედებების, ხისტი და სპინური პროცესების შესწავლა, ბირთვული გარემოს გავლენას ურთიერთქმედებაზე, იშვიათი პროცესების ძიება, პოლარიზაციულ მოვლენები ადრონულ ურთიერთქმედებებში. მუშაობს მონაცემთა ანალიზის სფეროში, ოპტიმიზაციის ამოცანების, ანალიზის პროგრამული კოდების დიზაინის, მაღალი სიზუსტის ექსპერიმენტების პროექტირებასა და მომიჯნავე საკითხებში. მ. გ. სამეცნ. საქმიანობასთან ერთად ეწევა პედ. მოღვაწეობას, არის ორი სახელმძღვანელოსა და 200-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი/თანაავტორი. გამოქვეყმენული აქვს შრომები სამეცნ. ჟურნალებში:„Observation of an ABC effect in proton-proton collisions“ (Phys. Rev. Lett., 102, 2009); „Phase Locking the Spin Precession in a Storage Ring“ (Phys. Rev. Lett., 119, 2017); „Storage Ring to Search for Electric Dipole Moments of Charged Particles“ (CERN-2021-003, CPEDM Collaboration, CERN, 2021).
თხზ.: მაჭარაშვილი, გ. (2020). მონაცემთა ანალიზი: [სტუდენტებისთვის]. თბ., ლოგოსის სტამბა ISBN 9789941821301; მაჭარაშვილი, გ. (2022). მონაცემთა ანალიზი. თბ., თავისუფალი და აგრარ. უნ-ტი, ISBN 978-9941-8-4168-2.