მაჩაიძე ზაურ ალექსანდერეს ძე
მაჩაიძე ზაურ ალექსანდერეს ძე

მაჩაიძე ზაურ ალექსანდერეს ძე (28.X.1943-). მათემატიკოსი, თსუ-ის დოცენტი, ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1977). დაამთავრა თსუ მექან.-მათ. ფაკ-ტი (1968). დოცენტი (1989). თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის კვლევითი ლაბორ. მათ.-პროგრამისტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომე­ლი, განყ-ების გამგის მოადგილე (1967-1982), თსუ-ის დარგობრივი ლაბორ. N 3, განყ-ების გამგე (1982-1988). მეცნ. კვლე­­ვების მიმა­რთუ­­­ლე­­ბები: ოპტიმიზაციის ამოცანების ამოხსნის მიახლოებითი მეთოდები, რიცხვითი მეთოდები და ალგორითმები დაგვიანების შემცველი წრფივი და კვაზიწრფივი ოპტიმალური ამოცანებისათვის.

თხზ.: Machaidze, Z. (თანაავტორი). (1972). Calculation of time-optimal  linear systems. Proceedings of  I. N.Vekua  Institute of  Applied Mathematics, III, pp. 208-238; Machaidze Z. (თანაავტორი). (1973). Abstract Variational theory and Its application to optimal problems with delays. (Russian), Tb. Metsniereba.