მაჩაბელი ირაკლი ზაქარიას ძე
მაჩაბელი ირაკლი ზაქარიას ძე

მაჩაბელი ირაკლი ზაქარიას ძე (15.V.1938, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1961) და ასპირანტურა, თეორ. ფიზიკის სპეციალობით (1964). მუშაობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-თან არსებულ  ბირთვული ფიზიკის პრობლ. ლაბორატორიაში უმცროს (1964-1970) და უფრ. მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციებზე (1970-1975). მ. ი.-ს მიენიჭა ფიზ.-მათ მეცნ. კანდ. აკად. დოქტორის ხარისხი. მ. ი. წარმატებით მართავდა თსუ-ის  ფიზიკის ფაკ-ტის  საქმიანობას დეკანის პოზიციაზე  (1975-1980). იყო თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტის საშუალედო ენერგიების სამეცნ. ლაბორ. გამგე (1980-1991). მ. ი.-მ პრორექტორის პოზიციაზე წარმატებით მართა საქართველოში პირველი ინგლისურენოვანი საგანმან. სივრცის - შავი ზღვის საერთაშ. უნ-ტის სასწ. და სამეცნ. საქმიანობა, ფორმირების საწყის პერიოდში (1995-2000). მ. ი.-ს სამეცნ. კვლევების სფერო: ფუნდამენტური კვლევები ელემენტარული ნაწილაკების თეორ. და მათ. ფიზიკაში, უმაღლ. განათლების რეფორმები; არის 50-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რ-თა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალი იმპაქტ ფაქტორის მქონე საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში, განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში. მაგ.: „On the effect of rescattering and the absorption mechanism of stopped pi- mesons by li nuclei“ (Nucl. Phys. A, 160, 204-210, 1971); „On the nature of pulsar radio emission“ (Mon. Not. Roy. Astron. Soc. 305, 338, 1999); „Extremely efficient Zevatron in rotating AGN magnetospheres“ (Mon. Not. Roy. Astron. Soc. 445, 4, 4155-4160, 2014). არის ადგილ. საერთაშ. მრავალი სამეცნ. ღონისძიებისა და საგრანტო პროექტოს მონაწილე. ჩვენი ქვეყნის სინამდვილის ერთ-ერთ ურთულეს პერიოდში, მ. ი. მუდამ ცდილობდა შეენარჩუნებინა ქვეყნის საგანმან. სივრცეში ადამიანური და მატერ. რესურსები საქართვ. განათლების სამინისტროს  მეცნ. სამმართველოს უფროსისა (1991-1999) და მეცნ. და მობილობის სამმართველოს უფრ.  თანამდებობებზე (1999-2004). წარმატებული იყო  მ. ი.-ს საქმიანობა რეფორმებთან დაკავშირებული გამოწვევების პერიოდშიც საქართვ. განათლებისა და მეცნ. სამინისტროს საერთაშ. ურთიერთობების დეპარტ. უფრ. (2004-2006) და საქართვ. განათლებისა და მეცნ. მინისტრის მრჩეველის  პოზიციებზე (2006-2008). უდიდესი გამოცდილებითა (სასწ., სამეცნ., მენეჯერული) და ერთგულებით ემსახურა საქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტს, ხარისხის მართვის სამსახურის უფრ. (2008-2011) და ხარისხის მართვის სამსახურის მთ. კოორდინატორის პოზიციებზე (2011-2014). მ. ი. იყო კავკასიის საერთაშ. უნ-ტის პროფესორი (2014-2022); კითხულობდა ზოგადი და თეორ. ფიზიკის სალექციო კურსებს თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე (1964-დან), შავი ზღვის საერთაშ. უნ-ტში, საქართვ. წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართულ უნ-ტში; კავკასიის საერთაშ. უნ-ტში; უძღვებოდა საგაკვეთილო პროცესს ვ. კომაროვის სახ. ფიზ.-მათ (199-ე) და 53-ე საჯარო სკოლებში; კერძო სკოლაში „მთიები.“ მ. ი.-ს ლექციათა კურსების მიხედვით ინგლისურ ენაზე შედგენილი სასწ. სახელმძღვანელოები (ე. წ. რიდერები) „ზოგადი ფიზიკა“ და „სამედიცინო ფიზიკა“ გამოიყენება შავი ზღვისა და კავკასიის საერთაშ. უნ-ტებში; იგი არის სტივენ ჰოუკინგის წიგნის თარგმანის ავტორი „დროის მოკლე ისტორია“ (2008). მ. ი.-მ მიიღო საქართვ. სსრ უმაღლ. განათლების სამინისტროს პირველი ხარისხის სამეცნ. სახელმწ. პრემია (1975) და დაჯილდოვდა ივ. ჯავახიშვილის მედლით (1980).