-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
მაჩაბელი გიორგი (გია) ზაქარიას ძე (2.XII.1941, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1965). მუშაობდა მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის სინერგეტიკის ლაბორატორიაში პლაზმის ფიზიკის თეორიის დარგში (1965-1968). იყო ფიზიკის ინ-ტის უმცროსი და შემდეგ კი უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი(1968-1976); აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი (1976-2009); ობსერვატორიის მთა. მეცნიერ-თანამშრომელი (1989-დან); საქართვ. ტექნ. უნ-ტის პროფესორი (1990-დან); თსუ-ის (2006-2009) და ილიას სახელმწ. უნ-ტის პროფესორი (2009-2011); თეორ. ფიზიკის ინ-ტის დირექტორი (2010-2011); ამჟამად ილიას სახელმწ. უნ-ტის ემერიტუსი პროფესორია (2011-დან). ავტორია 90-მდე სამეცნ. სტატიის; მისი სამეცნ. კვლევები ეხება პლაზმაში არაწონასწორული პროცესების სტატისტიკური და მაგნიტური ჰიდროდინამიკის პულსარების გამოსხივების თეორიებს. ეწევა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას. წლების განმავლობაში საქართვ. ტელევიზიით მიჰყავდა სამეცნ.-პოპულ. გადაცემები. თანამშრომლობდა ცნობილი სამეცნ. ცენტრების წარმომადგენლებთან: კალიფორნიის ტექნ. უნ-ტთან (აშშ), ვაიცმანის ინ-ტთან (ისრაელი), კოსმოსური გამოკვლევების ინ-ტთან (რუსეთი), სიდნეის უნ-ტთან (ავსტრალია) და სხვა. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "კვაზი წრფივი თეორია დაჯახების გათვალისწინებით", (1970) და სადოქტორო დისერტაცია თემაზე - "პლაზმური პროცესების როლი პულსარების გამოსხივებაში", (1983).