მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტის შრომები, სამეცნიერო პერიოდული შრომათა კრებული
მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტის შრომები, სამეცნიერო პერიოდული შრომათა კრებული

. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტის შრომები, სამეცნიერო პერიოდული შრომათა კრებული, ISSN 1512-1135 (Transactions of Mikheil Nodia Institute of Geophysics; Труды Института геофизики им. Михаила Нодиа, 1936), მთ. რედაქტორი - ავ. ამირანაშვილი. კრებ. მოიცავს გეოფიზიკის ყველა მიმართულებას. კრებულში იბეჭდება სამეცნ. სტატიები, მონოგრაფიები, მიმოხილვები, მოკლე ინფორმაციები, დისკუსიები, წიგნების მიმოხილვები, განცხადებები  სამ  -  ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე. პუბლიკაციები უფასოა. კრებ. არის საერთაშ. რეფერირებადი, რეცენზირებადი და ციტირებადი გამოცემა. იგი ჩართულია საერთაშ. ელექტრონულ საბიბლიოთეკო მონაცემთა ბაზა Dspace-ში. მისი ინდექსირება ხდება Google Scholar-ში. გამოდის, როგორც წესი, წელიწადში ერთხელ სტატიების დაგროვების მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია წელიწადში  რამდენიმე კრებულის გამოცემა. კრებულის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს დღევანდელი  შემადგენლობაა: ადამია, შ., არზიანი, ზ., აჯიევი, ა. (ყაბარდო-ბალყარეთი), ბენდერევი, ა. (ბულგარეთი), ბერძენიშვილი, ნ., ბოლაშვილი, ნ., გვენცაძე, თ., გოგიჩაიშვილი, ა. (მექსიკა), დარახველიძე, ლ. (მთ. რედაქტორის მოადგილე), დემეტრაშვილი, დ., დვალი, ნ., ელიზბარაშვილი, ე., ვარამაშვილი, ნ., ზაალიშვილი, ვ. (ჩრდ. ოსეთი), თავართქილაძე, კ., კერესელიძე, ზ., მამადლი, ტ. (აზერბაიჯანი), მელიქაძე, გ., მეტრეველი, მ., ნიკოლაიშვილი, მ. (მდივანი). კრებულის WEB-გვერდი: http://dspace.gela.org.ge/handle/123456789/254; კრებულის პროფილი Google Scholar-ში: https://scholar.google.com/citations?user=EdMkYoYAAAAJ&hl=en