-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოსოფოსი პროფესორი
ლუტიძე ბიძინა ივანეს ძე (23.I.1925, სოფ. ზედა ალისუბანი, თერჯოლის რ-ნი - 30.VIII.2005, თბილისი), ფილოსოფოსი, მეცნიერი, თსუ-ის პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტი (1950). ფილოსოფიის მეცნ. კანდ. (1953), ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი (1965), პროფესორი (1967). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ინტერესების ურთიერთმიმართების საკითხისათვის“ (1953), ხოლო სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „პიროვნების ყოველმხრივი განვითარების საწარმოო საფუძვლები“ (1965). სამამულო ომის მონაწილე. მუშაობდა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტზე (1953-დან). იყო ჰუმანიტარული ფაკ-ტის ფილოსოფიის კათედრის გამგე (1970-2004) და ამავე კათედრის პროფესორი. საქართვ. ფილოსოფიის მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი (1995). საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1985). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997). ლ. ბ.-ს სამეცნ. კვლევის სფეროა: სოც. ფილოსოფია და სოციოლოგია. მის ნაშრომებში შესწავლილია პიროვნების ფორმირების, საზ-ებისა და ინდივიდის ურთიერთობის, თაობათა მემკვიდრეობითობისა და სოც. განვითარების კანონზომიერებანი. სწორედ ეს იყო მისი დისერტაციის თემა. იკვლევდა გლობალიზაციის არსსა და მის გავლენას თანამედროვე საზ-ებრივ პროცესებზე. ავტორია 15 მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოებისა.
თხზ.: ლუტიძე, ბ. (1967). შრომა და ადამიანი. თბ., საბჭ. საქართველო; ლუტიძე, ბ. (1969). ნამდვილი და მოჩვენებითი დემოკრატია. თბ., საბჭოთა საქართველო; ლუტიძე, ბ. (1971). თაობათა ურთიერთობა საზოგადოებაში. თბ., საბჭ. საქართველო; ლუტიძე, ბ. (1975, 1979). კოლექტივი და პიროვნება. თბ., განათლება; ლუტიძე, ბ. (1983). ნეგატიური მოვლენების დაძლევის გზით. თბ., საბჭ. საქართველო; ლუტიძე, ბ. (1988). ისტორიული მატერიალიზმის საკითხები. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ლუტიძე, ბ. (1996-1998). სოციოლოგია: ლექციების კურსი, ნაწ. 1-2. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ლუტიძე, ბ. (2003). გლობალიზაცია: არსი, პრობლემები. თბ., ლოგოსი, ISBN: 9994013858.