-
ავტორი
- კატეგორიები: გეოლოგი ფიზიკოსი გეოფიზიკოსი
ლურსმანაშვილი ოთარ ვასილის ძე (1.I.1931, სოფ. ტბა, ბორჯომის მუნიციპ.-27.X.2013, თბილ.), დაამთავრა თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი მყარი სხეულის ფიზიკის სპეციალობით (1954). მუშაობდა მეცნ. აკადემიის გეოფიზიკის ინ-ტში და თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტის ძებნა-ძიების გეოფიზიკის მეთოდების კათედრაზე (დოცენტი, პროფესორი, 1969-დან). მონაწილეობდა სომხეთში სპიტაკის რაიონში მომხდარი მიწისძვრის პრობლემების კვლევაში (1988). გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები, რომელთა უმეტესობა შეეხება კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში მიწისძვრების პროგნოზირებას, სეისმური ტალღების მოდელირებას, გეომაგნიტური ქარიშხლების განმეორებადობას. გეოფიზიკოსი, დოქტორი (1998), პროფესორი (1999). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი: საქართვ. ეკოლოგიურ მეცნ. აკადემია, ნამდვილი წევრი (1995).