-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული სპორტსმენი მათემატიკოსი
ლოსაბერიძე ქეთევან (01.VIII. 1949, სოფ. ლეყერეთი, ტყიბულის რაიონი-23. I. 2022), ქართვ. მშვილდოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი, (1980) და მათემატიკოსი, თსუ-ის ასისტენტი. დაამთავრა ქუთაისის პედ. ინ-ტი (1970 ). იყო თსუ-ის ზოგადი მათ. კათედრის ასისტენტი (1988-2002). იგი იყო პირველი და ერთადერთი ევროპელი ქალი, რ-აც ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა მშვილდოსნობაში. გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღო მიუნხენის ოლიმპიადაში (1972). ის იყო მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ასევე მრავალ საერთაშ. ტურნირის გამარჯვებული. იყო საქართვ. მშვილდოსნობის ეროვნ. ფედერაციის პრეზიდენტი (2002–2005). მისი ხელმძღვანელობით ფედერაციამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სპორტის ამ სახეობის საქართვ. განვითარებისათვის მიენიჭა სსრკ სპორტის ოსტატის წოდება (1979). დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით (2018) და ხალხთა მეგობრობის ორდენით. დასახელდა საქართვ. წლის საუკეთესო სპორტსმენად (1980).