-
ავტორი
- კატეგორიები: კიბერნეტიკოსი სოციოლოგი პოლიტოლოგი დიპლომატი საქართველოს პარლამენტის წევრი მინისტრი დემოგრაფი
ლორთქიფანიძე ვაჟა გიორგის ძე (29.XI.49, თბილ.). სახელმწ., პოლიტ. და საზ. მოღვაწე, მეცნიერი. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის აკადემიკოსი (2018), თსუ-ის პროფესორი, აფხაზეთის ავტონ. რესპ. და საქართვ. და რუსეთის საბუნ. მეცნ. აკადემიების წევრი (2006), ეკონომიკის მეცნ. დოქტორი (1998), პროფესორი (2002). დაამთავრა თსუ-ის კიბერნ. და გამოყენებითი მათემატიკის ფაკ-ტი (1973), თსუ-ის ასპირანტურა სოციოლოგიის სპეციალობით (1979), მოსკოვის საზ. მეცნ. აკადემია(1990). მუშაობდა: საქართვ. კომკავშირის ც.კ. პირველი მდივანი (1983-1986), მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (1989-1990), საგანგებო და სრულუფლ. ელჩი რუსეთში (1995-1998), სახელმწ. მინისტრი (პრემიერ მინისტრი, 1998-2000), უმაღლ. საბჭოს დეპუტატი (1993-1990), პარლამენტის წევრი (1992, 1995-1998, 2001-2004), პოლიტ. ფრაქციის თავ-რე (2002-2004), „საქართველოს ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის“ თავ-რე (2002-2014). მუშაობდა თსუ-ის გამოყენ. მათემატიკის ინ-ტში (1972-1973), დემოგრაფიისა და სოციოლ. კვლევების სამეცნ.-კვლევით ინ-ტში (1991-1996). თსუ-ში დაარსა დემოგრაფიის ლაბორატორია (1999) და კათედრა (2000), იყო მისი გამგე (2000-2006). ავტორი და ხელმზღვანელია თსუ-ში დემოგრაფიის სამაგისტრო (2014) და სადოქტორო (2016) პროგრამების. დამაარსებელი და პრეზიდენტია საქართვ. დემოგრაფთა ასოციაციის (1998), სამეცნ. ჟურნალ „დემოგრაფია“-ს (1999), აღმოსავლეთ-დასავლეთ ურთიერთობათა კვლევის ცენტრის (1993). საქართვ. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი (2000-2005), მოსახლეობის ეროვნ. სამთავრობო საბჭოს წევრი (2016). დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის ინიციატორი (2016). ავტორი 90+ ნაშრომისა და 7 მონოგრაფიის. მისი ნაშრომები ეხება საქართველოსა და რეგიონულ დემოგრაფიული განვითარების პრობლემებს.
თხზ.:ლორთქიფანიძე, ვ. (1994). სამცხე-ჯავახეთი XIX-XX საუკუნეებში: დემოგრაფიული განვითარების პრობლემები. თბ., მეცნიერება, ISBN: 5-520-01564-3; ლორთქიფანიძე, ვ. (1998). ისტორიული მესხეთი:დემოგრაფიული განვითარების პრობლემები. თბ., მეცნიერება, ISBN: 99928-51-27-9; ლორთქიფანიძე, ვ. (თანაავტორი). (2007). ერი ერმა უნდა გადაარჩინოს :დემოგრაფიული ვითარება თანამადროვე საქართველოში. - თბ., უნივერსალი, ISBN: 978-9941-12-073-2; Lortkipanidze, V. (თანაავტორი). (2009). The population of Caucasus. New York; ISBN 9781608760169 hardcover, 9781613240410 e-book; ლორთქიფანიძე, ვ. (2018). დემოლოგია. თბ.