ლორთქიფანიძე ქეთევან გურამის ასული
ლორთქიფანიძე ქეთევან გურამის ასული

ლორთქიფანიძე ქეთევან გურამის ასული (09. X. 1962, თბილისი), აღმოსავლეთმცოდნე, თურქოლოგი. დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1984) და ასპირანტურა (1990). ლ. ქ.-ს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნ. კანდ. ხარისხი (1993), მისი საკანდიდატო დისერტაციის თემაა: „თურქულიდან ნასესხები ლექსიკა შუა საუკუნეების ქართულ წერილობით ძეგლებში“ (1994); იყო თსუ-ის დოცენტი (1997); აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (1999); არის თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2013); თსუ-ის ენების შემსწავლელი ცენტრის უფროსის მოადგილე (2013). მისი ნაშრომებია: "ვეფხისტყაოსნის" პროლოგის ერთი ადგილის გაგებისათვის“ (კრიტიკა, 1991, N5-6); „ოიკონიმები თურქულ ანდაზებში“ (აღმოსავლეთმცოდნეობა, 2018, N 7); „ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თურქული ანდაზები“ ( კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები, 2017, N 31).

თხზ.: ლორთქიფანიძე, ქ. (თანაავტორი). (2004). აჰმედ აჭარი და ხიმშიაშვილების გვარის ისტორია.  თბ., ენა და კულტურა, ISBN: 9994023667; ლორთქიფანიძე, ქ. (თანაავტორი). (2015). ლაზები და ლაზეთი თურქეთის გამოცემებში.  თბ., სტამბა; ლორთქიფანიძე, ქ. (თანაავტორი). (2018). ქართველი ებრაელები საქართველოს საარქივო დოკუმენტებში.  თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941263132; ლორთქიფანიძე, ქ. (თანაავტორი). (2025). ქართველთა და ებრაელთა კომუნიკაციური მეხსიერება.  თბ., უნივერსალი.