ლორთქიფანიძე იასონ მერაბის ძე
ლორთქიფანიძე იასონ მერაბის ძე

ლორთქიფანიძე იასონ მერაბის ძე (6 (19).III.1866, სოფ. ჩუნეში, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი-VII. 1949, თბილისი, დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.), იურისტი, ფინანსისტი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, ედპ-ის წევრი. დაამთავრა ქუთ. გიმნაზია (1884); პეტერბურგის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი (1889); მუშაობდა კავკავის, განჯისა და თბილ. ბანკებში. მონაწილეობდა ნ. ბარათაშვილის საფლავის მოძიებასა და მისი ნეშტის სამშობლოში გადმოსვენებაში (1893);  ეწეოდა ადვოკატურასა და საზ. საქმიანობას. იყო კავკავის ქართ. სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თავ-რე (1892–1917); უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ის წავრი (1917-1918); თბილ. უნ-ტის აღმშენებელი კომიტეტის წევრი და მისი საფინანსო ნაწილის გამგე (1917–1921); საქართვ. სახელმწ. ბანკის პირველი მმართველი (1920–1923); წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის მთავარი კომიტეტის თავ-რე (1921–1923); აკრძალული ჰქონდა ფინანსური საქმიანობა (1927-იდან). გასაბჭოების შემდეგ დაიწყო საისტ. დოკუმენტების კვლევა და ისტ. საბუთების გამოქვეყნება. მუშაობდა საქართვ. სახელმწ. მუზეუმში უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1937-დან). მისი ნაშრომებია: „საფინანსო პროგრამა ჩვენი სოც. დემოკრატიისა“ (საქართველო, 1918, 1, მარტი, N 45; „საქართველოს სახელმწიფო ბანკის ბალანსი 1920 წლის, 1 დეკემბერს“ (მიწა: მიწის მესაკუთრეთა ეროვნული პარტიის ორგანო,  1920, 11 დეკემბერი, N 35);  “მოსკოვის და პეტერბურგის „უწყებათა“ 1762–1767 წლების ცნობები ქართველთა და საქართველოს შესახებს“ (ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის მოამბე, 1940, ტ. 10).

თხზ.: ლორთქიფანიძე, ი. (1935). ქვემო ქართლი XVIII . პირველ მეოთხედში: ნაწ. 1–2. თბ.;  ლორთქიფანიძე, ი. (1938). ქვემო ქართლი XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში: ნაწ. 3–4. თბ.
ლიტ.: მაჭავარიანი, გ. (1990). იასონ ლორთქიფანიძე - საზოგადო მოღვაწე ქველმოქმედი, ეცნიერი.  სახალხო განათლება, 27 სექტემბერი; ჯანელიძე, ო. (2002). ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან. თბ., მეცნიერებება, ISBN 9992896205.