ლორია ნათელა ვალერიანის ასული
ლორია ნათელა ვალერიანის ასული

ლორია ნათელა ვალერიანის ასული (11.III.1938, თბილისი), ქიმიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1961) და ასპირანტურა (1967); სადისერტაციო დაიცვა დისერტაცია თემა\ზე „სამმაგი კომპლექსების შესწავლა იონ მეტალის-ელექტრონუარყოფითი ლიგანდი-წყალბადის ზეჟანგი  სისტემაში და მათი გამოყენება ანალიზში“ (1970) და მიიღო ქიმიის მეცნ. კანდ.  ხარისხი (1971), დოცენტის წოდება (1973). დოქტორის აკადემიური ხარისხი (2007); მუშაობდა თსუ-ის გეოლ. და პალეონტოლოგიის კათედრაზე ლაბორანტად (1961-1964); ქიმიის ფაკ-ტზე, ანალიზური ქიმ. და  გარემოს ქიმიის კათედრაზე ასისტენტად, დოცენტად (1967-2006); იყო სადისერატაციო საბჭოს სწავლული მდივანი (1987-2006); ორი საკანდიდატო დისერტაციის თანახელმძღვანელი; სადიპლომო და სამაგისტრო ნაშრომების  ხელმძღვ. (32);  საერთაშო. საგრანტო პროექტების მონაწილე (4); ალ. თვალჭრელიძის სახ. მინერ. ნედლეულის კავკასიის ინ-ტის ანალიტიკური ცენტრის „გეოანალიტიკა“, სამეცნ. კვლ. განყ-ების  უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2006-დან). ლ. ნ. სამეცნ. მუშაობის სფეროა ანალიზური ქიმია, გარემოს ქიმია, ჰიდროქიმია. მისი კვლევის შედეგები  ასახულია ინ-ტის სამეცნ. ანგარიშებში, გამოქვეყნებულია მაღალრეიტინგულ ჟურნ. (80): “Тройной комплекс-Железо-ЕДТА-Н2О2“ ( Неорганической  Химии, 1968,  Вып. 2, Т 16); „Тройной комплекс-ванадий-ЕДТА-Н2О2“ (Неорганической  Химии, 1971, Т 13); „Распределение мишяка в взвесах и донных отложениях водоемов“ (Литолология и полезные ископаемые, 1986, N1); „ოქროსშემცველი მადნების  ფაზური ანალიზის საკითხისადმი“ (საქართვ. ქიმ. ჟურნ., 2011, N2, ტ.11); “The mobile forms of heavy metals in soils of  railway stations of Georgia“ (Sciences of Europe, Czech Republic, 2024, No 155).

თხზ.: Лория, Н. (თანაავტორი). (2006). Мишяк в окружаюшей среде Грузии. Тб., ТГУ.