ლომთათიძე ქეთევან ბესარიონის ასული
ლომთათიძე ქეთევან ბესარიონის ასული

ლომთათიძე ქეთევან ბესარიონის ასული (11. II. 1911, სოფ. ხიდისთავი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი — 22. IX. 2007), ენათმეცნიერი, მეცნიერი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის საენათმეცნიერო განყ-ბა (1931). მუშაობდა მეცნიერ-თანამშრომლად საქართვ. სახელმწ. მუზეუმსა და ქართ. ენციკლოპედიის რედაქციაში (1932-1934), უძღვებოდა ზოგადი ენათმეცნ. კურსს სოხუმის პედ. ინს-ტში. სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას ეწეოდა საქართვ. მეცნიერ. აკად. და თსუ-ში (1938-1940). იყო საქართვ. მეცნ. აკად. არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნ. ინ-ტის დირექტორი (1953-1963; 1975-1987), ამავე ინ-ტის დირექციის მრჩეველი (1987-დან). თსუ-ში იკვლევდა აფხაზურ-ადიღური, აგრეთვე ქართველური ენების გრამატ. სტრუქტურისა და ისტ. საკითხებს. საფუძველი ჩაუყარა აფხ. ენისა და მისი დიალექტების ისტორიულ-შედარებითი მეთოდით შესწავლას.  იგი იყო ფილოლ. მეცნ. დოქტ., პროფ. იყო საქართვ. მეცნ. აკად. აკად. (1979-2007). გადაეცა საპატიო ნიშნის ორდენი (1953), ლენინის ორდენი (1960), გახდა აფხ. ასსრ მეცნ. დამსახ. მოღვაწე (1961), საქართვ. მეცნ. დამსახ. მოღვაწე (1962). მიენიჭა ოქტ. რევოლუციის ორდენი (1981), გადასცეს თბილ.საპატიო მოქალაქის წოდება (1987), ღირსების ორდენი (1996), საქართვ. სახელმწ. პრემია (2000), მეცნ. და ტექნიკის დარგში-ჰუმანიტარულ მეცნ. დარგში გამოცემულ შრომათა ციკლისათვის „ქართველურ და აფხაზურ-ადიღეურ ენათა კვლევის სფერო“ (1976-1997).

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ლომთათიძე, ქ. (1944). აფხაზური ენის ტაპანთური დიალექტი: ტექსტებითურთ. საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა; ლომთათიძე, ქ. (1954). აშხარული დიალექტი და მისი ადგილი სხვა აფხაზურ-აბაზურ დიალექტთა შორის: ტექსტებითურთ. საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა; ლომთათიძე, ქ. (1981). ლოკალურ პრევერბთა ძირითადი სახეობანი და მათი გაფორმება აფხაზურსა და აბაზურში. მეცნიერება; ლომთათიძე, ქ. (1984). კომპლექსთაგან მომდინარე ბილაბიალური ხშულები ქართველურ ენებში. მეცნიერება; ლომთათიძე, ქ. (2006). აბაზური ენა. უნივერსალი.