ლომთაძე ელიზბარ
ლომთაძე ელიზბარ

ლომთაძე ელიზბარ ანდრიას ძე (14. IX. 1913, ძველი სენაკი, სენაკის მაზრა — 23. IV. 2005) ენათმეცნიერი, მეცნიერი, კავკასიოლოგი, ფილოლოგი. დაამთავრა თბილ. პედ. ტექნიკუმი (1933), თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის კავკ. და აღმოსავლური ენების განყ-ბა (1939), თსუ-ის ასპირანტურა (კავკ. ენათა კათედრა) (1947). ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას აბაშის რაიონში (1933-1935). იმყოფებოდა მოქმედი არმიის რიგებში, როგორც ოფიცერი, მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში, დაჯილდოებული იყო მედლებით (1941-1946). მუშაობა დაიწყო საქართვ. მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინ-ტში, მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყ-ბაში (1947), უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; იყო ამავე განყ-ბის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1952). მუშაობდა ექსპერ. ფონეტ. ლაბორ. ჯერ უფრ. მეცნიერ თანამშრომლის (1972-დან), შემდეგ წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე (1992). ავტორია 100-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომისა, რომელთაგან შვიდი ცალკე მონოგრაფიის სახით დაიბეჭდა. იგი იყო ფილოლ. მეცნ. კანდ. და ფილოლ. მეცნ. დოქტორი. მისი საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო: „სახელის მორფოლოგიური კატეგორიები ხვანურ (კაპუჭურ-ჰუნზიბურ) ენებში“ (1950); სადოქტორო დისერტაციის თემა იყო: „დიდოურ ენათა ვოკალიზმის დიაქრონიული ანალიზი“ (1992).

თხზ.:  ლომთაძე, ე. (1984). სიტყვამახვილი დიდოურ ენებში: შედარებით-ისტორიული ანალიზი. მეცნიერება; ლომთაძე, ე. (1994). დიდოურ ენათა ვოკალიზმის დიაქრონიული ანალიზი; ლომთაძე, ე. (1996). სახელის მორფოლოგიური კატეგორიები ბეჟიტურ (ბეჟიტურ-ჰუნზიბურ) ენაში: შედარებითი ანალიზი. თბილ. უნ-ტის გამ-ბა. ISBN: 5511006939; ლომთაძე, ე. (1998). ხვარშიული ენა: მონოგრაფია . 1: ფონეტიკა. ქართული ენა; ლომთაძე, ე. (2000). ზმნა და ნაზმნარი სახელები ბეჟიტურ (ბეჟიტურ-ჰუნზიბურ) ენაში: შედარებით-ისტორიული ანალიზი. ქართული ენა; ლომთაძე, ე. (2003). ბეჟიტური (ბეჟიტურ-ჰუნზიბური) ენის სინტაქსი (შედარებითი ანალიზი) და ტექსტები. ქართული ენა. ISBN: 9994071831.