-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ლომსაძე რამაზ აკაკის ძე (05.I.1950, ხარაგაული), ფიზიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1975). მუშაობდა თსუ-ში ატომურ მოლეკულური პროცესების ფიზიკის ლაბორატორიაში ლაბორანტად, შემდგომ ინჟინრად, უმცროსი და უფრ. მეცნიერ-მუშაკად (1975-1990). იყო ატომურ მოლეკულური პროცესების ფიზიკის დაჯახებითი სპექტროსკოპიის განყ-ბის გამგე (1990-2006); შემდეგ კი ატომური ფიზიკის სასწ. სამეცნ. ლაბორ. გამგე (2007-დან). ჩარიცხულ იქნა ა. ფ. იოფეს სახ. ფიზიკა ტექნიკის ინ-ტში, „სტაჟიორ“ მკვლევარად (ლენინგრადი, 1979-1981); აქვე, ფიზ.-მათ. მეცნ. ხარისხის მოსაპოვებლად, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, თემაზე: “Electron loss and capture processes in slow collisions of alkali metal ions and atoms and rare gasses” (1987); ამჟამად არის ფიზ.- მათ. აკად. დოქტორი. არის 80 მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი. შრომების უმრავლესობა გამოქვეყნებულია მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. მათ შორის: „Fully Differential Study of Capture with Vibrational Dissociation in p +H2 Collisions’ (Phys.Rev. Lett. 119, 2017); Electron-impact ionization and ionic fragmentation of O 2 from threshold to 120 eV energy range“ (Int. Journal of Modern Physics B, 2021, Vol. 35, No. 07); „Separation of various higher-order effects in the ionization of helium by proton impact“ (Phys. Rev., 2024, A 110). ქონდა და აქვს მჭიდრო სამეცნ. კავშირები მსოფლიოს წამყვან სამეცნ. ცენტრებთან, მიწვეული მეცნიერ-მკვლევარი: გისენი; დარმშტატი; ჰეიდელბერგი; გერმანია (2002, 2006, 2011, 2014, 1997); იყო მიწვეული მეცნიერ-მკვლევარი ტოკიოს მეტროპოლიტენ უნ-ტში; ნაგოიას ტექნოლ. ინ-ტში (იაპონია, 1999, 2007); მიწვეული მეცნიერ-მკვლევარი, მისურის მეცნ. და ტექნოლოგიების უნ-ტი (აშშ, 2017-2025); მიღებული აქვს და იყო საქართვ. და საერთაშ. სამეცნ. გრანტების ხელმძღვ.: მეცნ. და ტექნოლოგიების სპეციალური გრანტი (2005); განათლებისა და მეცნ. სამინისტროს სამეცნ. კვლევათა გრანტი (2006); რუსთაველის ეროვნ. ფონდის გრანტი (2013); „ინტასის“ კვლევითი გრანტი (ბელგია, 1994, 1999; მოპოვებული აქვს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის სამოგზაურო გრანტი (ვაშინგტონი დს, აშშ, 1997); ნატოს საექსპერტო ვიზიტისათვის განკუთვნილი გრანტი, მადრიდის ავტონ. უნ-ტში (ესპანეთი, 2000); ამერიკის ფიზ. საზ-ების საერთაშ. სამოგზაურო გრანტი (ნიუ-იურკი, კოლომბოსი ოჰაიო, აშშ, 2015); ფულბრაიტის სტიპენდიანტი, ნევადას უნ-ტში, რენო და ბერკლის ეროვნ. ლაბორატორია (კალიფორნია, აშშ 2012-2013); მიღებული აქვს წლის საუკეთესო სამეცნ.-კვლ. ჯგუფის ჯილდო (2017); პ. მელიქიშვილის სახ. სამეცნ. პრემია (1993). სხვადასხვა წლებში თსუ-ში, კითხულობდა სამაგისტრო ლექციების კურს ატომურ დაჯახებებში არსებულ კვლევის მეთოდებზე - ელექტრონების, ერთჯერადი და მრავალჯერადი იონებისა და ლაზერების მონაწილეობით. არის ფაკ-ტთან არსებული „საბავშვო უნ-ტის“ ლაბორ. ხელმძღვ.