ლომსაძე ბაჩანა რამაზის ძე
ლომსაძე ბაჩანა რამაზის ძე

ლომსაძე ბაჩანა რამაზის ძე (08. II. 1986, თბილისი)ფიზიკოსი. თსუ-ის ასოცირებული პროფესორი და სამეცნ.-კვლ. ჯგუფის ხელმძღვ., სანტა კლარას უნ-ტში (სკუ, აშშ).  წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (2007) და მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი ფიზიკის დარგში, ხოლო შემდგომ ფიზიკის დოქტორის ხარისხი (PhD) კანზასის სახელმწ. უნ-ტში (აშშ, 2012). მისი სადისერტაციო თემაა: „Ionization in Direct Frequency Comb Spectroscop“. დოქტორის ხარისხის მინიჭების შემდეგ მიწვეულ იქნა კოლორადოს უნ-ტთან არსებულ ლაბორ. ასტროფიზიკის ერთობლივ ინ-ტში, ლაზერული სპექტროსკოპიის ჯგუფში, რ-ც პოსტდოქტორანტი (JILA,  2012-2015); იყო მკვლევარი-მეცნიერი მიჩიგანის უნ-ტში (2015-2018). სანტა-კლარას უნ-ტში პროფესორად არჩევის შემდეგ (2018), ლ. ბ.-მ შექმნა მოწინავე,  კვლევითი სამეცნ. ლაბორ. სკუ-ში მისი კვლევები ორიენტირებულია ატომების, მოლეკულების და ნახევარგამტარული ნივთიერებების სტრუქტურის, თვისებების და ურთიერთქმედების დინამიკის შესწავლაზე, მისივე გამოგონებული მეთოდის საშუალებით („სიხშირეთა სავარცხლებზე დაფუძნებული მრავალგანზომილებიანი კოჰერენტული სპექტროსკოპია“). იგი ასევე მუშაობს ოპტიკური მეთოდის შექმნაზე, რ-აც შეიძლება მოხერხდეს დაავადებული უჯრედების (მაგ. კიბო) დეტექტირება და იდენტიფიცირება ლაზერების საშუალებით, მაღალი სიზუსტით. გამოქვეყნებული აქვს შრომები მრავალ, მაღალ იმფაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნ., როგორიცაა: „ Science“, „Nature Photonics” და „Physical Review Letters”. მათ შორის: “Frequency combs enable rapid and high-resolution multidimensional coherent spectroscopy” (Science, N 357 (6358), 2017); “Frequency-comb based double-quantum two-dimensional spectrum identifies collective hyperfine resonances in atomic vapor induced by dipole-dipole interactions” (Physical Review Letters N 120 (23), 2018);  “Tri-comb spectroscopy” (Nature Photonics, N12, 2018). მიღებული აქვს აშშ-ს პატენტი მის გამოგონებაზე და თავის კვლევებზე გამოცემული აქვს წიგნი, რ-იც დაბეჭდილია „Oxford“ გამომცემლობის  მიერ: “Optical Multidimensional Coherent Spectroscopy” (2023). მინიჭებული აქვს რამდენიმე ჯილდო და გრანტი: სკუ საუკეთესო მკვლევარის ჯილდო (2023); ხუთწლიანი კარიერული გრანტი (CAREER, 2023-2028) და სამ-წლიანი გრანტი ამერიკის ეროვნ. სამეცნ. ფონდისგან (2019-2022); კანზასის სახელმწ. უნ-ტის ჯილდო ფიზიკის პედაგოგიურ დარგში გაწეული ბრწყინვალე სამსახურისთვის (2011-2012); ამერიკის ფიზ. საზ-ების სამოგზაურო გრანტი (2012) და კანზასის სახელმწ. უნ-ტის საერთაშ. სამოგზაურო გრანტი (2011); ივ. ჯავახიშვილისა (2005-2007) და მ. ნოდიას სახ. სტიპენდიატი (2004-2005); თსუ-ის 64-ე, 65-ე და 66-ე სტუდენტთა კონფერენციების გამარჯვებული (2004-2006). კვლევების პარალელურად, სანტა-კლარას უნ-ტში იგი კითხულობს როგორც ტრადიციულ, ასევე თანამედროვე დონის ფიზიკის ლექციებს. მან ახლახან დანერგა ახ. სალექციო კურსი „ფიზიკა და ტექნოლოგია მომავალი ლიდერებისთვის“. ამ კურსის მიზანია არატექნ. ფაკ-ტის სტუდენტებს შეასწავლოს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, ენერგიის წყაროები და ახალი ტექნოლოგიები.