-
ავტორი
- კატეგორიები: უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი
ლომოური ნინო ნიკოლოზის ასული
ლომოური ნინო ნიკოლოზის ასული (1884, გორი), ქართვ. საზ. მოღვაწე. დაამთავრა გორის ქალთა პროგიმნაზია; აქტიურად იყო ჩართული საქართვ. კულტ. და საგანმან. ცხოვრებაში. იყო დიდი ქველმოქმედი და იბრძოდა ღარიბი მოწაფეების მატერ. მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თბილ. განყ-ებისა და (1917) ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918);
ლიტ.: საქართველოს ეროვნული არქივი: პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი: თსუ-ის ფონდი, 471-1-16, გვ. 4.