ლომინაძე ჯუმბერ გიორგის ძე ( 20.IX.1930, თბილისი - 20.I.2014). ფიზიკოსი. დაამთავრა მ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ფიზიკის ფაკ-ტი (1955). მუშაობდა სსრკ ბირთვული იარაღის დამუშავების ცენტრში - "ჩელიაბინსკი-70" (ახლანდელი ინეჟინსკი) ინჟინრად (1956-1958). საქართვ. მეცნ. აკადემიის ფიზიკის ინ-ტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (1958-1962); თსუ-ის გამოყენებითი მათემატიკის ინ-ტის პლაზმური პროცესების მათ. მოდელირების განყ-ბის ხელმძღვანელად (1962-1973); საქართვ. მეცნ. აკადემიის სწავლული მდივნის მოადგილედ (1974-1982); საქართვ. მეცნ. აკადემიის მათ. და ფიზიკის განყ-ბის აკადემიკოს მდივანად (1982-დან); იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის ევ. ხარაძის სახ. აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თეორ. ასტროფიზიკის განყ-ბის ხელმძღვ.(1979-1992); აბასთუმნის ნაციონალური ასტროფიზიკის ობსერვატორიის დირექტორი (1992–2000); საქართვ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავ-რე (1997–2003); საქართვ. კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვ. (2003–2006); საქართვ. მ. ნოდიას გეოფიზიკის ინ-ტის კოსმოსური კვლევების ცენტრის ხელმძღვ. (2006-დან). პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თსუ-სა და სულხან-საბა ორბელიანის სახ. სახელმწ. პედაგოგიურ უნ-ტში (1960-2005). გამოქვეყნებული აქვს 250 ნაშრომი. ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1964), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1974), პროფესორი (1982). ლ. ჯ. იყო: საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1988-2014); მიღებული აქვს: საქართვ. სახელმწ. პრემია, მეცნ. და ტექნიკის დარგში (2002) და გორგასლის III ხარისხის ორდენი (2000).
თხზ.: ლომინაძე, ჯ. (1975). Циклотронные волны в плазме. Мецниереба.