-
ავტორი
- კატეგორიები: გეოგრაფი
ლომინაძე გიორგი (გოგა) ჯუმბერის ძე (30.XII.1954, მოსკოვი), გეოგრაფიის დოქტორი (1977). ლ. გ. ჩაირიცხა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ზე (1972). სწავლა განაგრძო თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ზე (1974-1978). იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის გეოგრაფიის ინ-ტის ზღვის სანაპირო ზონის შემსწავლელი ლაბორ. მეცნიერ-თანამშრომელი (1981-1997). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია „შავი ზღვის კოლხეთის სანაპიროს ლითოდინამიკა“ (1997). საწყის ეტაპზე მისი კვლევის საგანი შავი ზღვის კოლხეთის სანაპირო ზონის მორფოლოგია და დინამიკა იყო. მნიშვნელოვანი იყო ასევე მდ. ენგურის მიერ ზღვაში გამოტანილი პლაჟის მკვებავი ნატანის მოცულობის და მდინარის შესართავთან ახლოს განლაგებული წყალქვეშა კანიონის გამო შექმნილი სპეციფიკური მორფო და ლითოდინამიკურ ცვლილებებზე დაკვირვება. ლ. გ. ეგზოდინინამიკურ პროცესებს სწავლობდა ასევე საქართვ. სხვადასხვა მთიან რეგიონებში. ასეთი მოვლენების შესწავლას თრიალეთის ქედის დას. ნაწილში მიეძღვნა თავი წიგნში „Geotechnical Engineering for landslide stability management along the Trans-Caucasus Oil and Gas Pipelines at Kodiana Pass-Sakire in Georgia“ (2005). ამავე პროცესების შესწავლას ზღვის სანაპირო ზონაში მიეძღვნა წიგნი География катастроф и риска зоны влажных субтропиков Кавказско-Понтийского региона (2007). პლეისტოცენის და ჰოლოცენის ეპოქებში შავი ზღვის სანაპირო ზონაში წყალქვეშა კანიონების ევოლუციას მიეძღვნა თავი წიგნში The Black Sea Kolkheti Coastal zone Submarine Canyons Erosive Development in the Epoch of Pleistocene-Holocene., Environment and Ecology in the mediterranean region, Chapter 25. Cambridge scholars Publ. (2014). სტიქ. პროცესების განვითარების სხვადასხვა მაგალითებს და გამომწვევ მიზეზებს ეძღვნება თავი კრ-ში „Examples of Coastal Hazard Along the Georgian Black Sea Coast“, Springer Nature B.V., Building Knowledge for Geohazard Assessment and Management in the Caucasus and other Orogenic Region, Nato Science for Peace and Security Series (2021). ასევე შავი ზღვის საქართვ. სანაპირო ზონის თანამედროვე პირობებს, ლითო და მორფოდინამიკას ეძღვნება თავი წიგნში Chapter 9. Black Sea in Book. The Physical Geography of Georgia (2022). სულ გამოქვეყნ. აქვს 80-ზე მეტი ნაშრომი. ლ.გ. კითხულობდა ლექციებს თსუ-ის ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკ-ის ფიზ. გეოგრაფიის და გარემოს დაცვის კათედრაზე, იყო თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ის სამაგისტრო კურსების ხელმძღვ. (2005-2008, 2015). ლ. გ. მონაწილეობდა ერთობლივ სამეცნ. პროექტებში უცხოელ პარტნიორებთან ერთად: „საქართველოს და საბერძნეთის ზღვის სანაპირო ზოლში ანთროპოგენური ფაქტორებით გამოწვეული პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები“ (საბერძნეთი), მონაწილეობდა ერთობლივ სამეცნ. პროექტებში უცხოელ პარტნიორებთან ერთად: „საქართველოს და საბერძნეთის ზღვის სანაპირო ზოლში ანთროპოგენური ფაქტორებით გამოწვეული პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები“, 2001-2002 (საბერძნეთი); და Geopark Management Challenges in the South Caucasus and Middle East North Africa Region (DAAD), 2019-2020 და Joint Creation of Sustainable Instruments for Multilateral Cooperation in the South Caucasus (DAAD), 2021 (ორივე გერმანია). ასევე მონაწილეობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის 5 და რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის 4 პროექტში. ლ. გ. არის გეოგრაფიის ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (2014-დან). იყო თსუ-ის სადისერტაციო საბჭოს წევრი (2018-2025), საქართვ. გეოგრ. საზ-ების ვიცე-პრეზიდენტი (2019-2024), თსუ-ის აკად. საბჭოს წევრი (2024-დან), საქართვ. გეოგრ. ეროვნ. კომიტეტის თავ-რე (2025-დან). ლ. გ. მოპოვებული აქვს მრავალი უცხოური სტიპენდია.
თხზ: Lominadze, G. (თანაავტორი). (2014). Mudflow Phenomena in Eastern Georgia (Kakheti Region) and Their Development Trends Related to Climate Change., „Geography“, Issue: 2, Volume 3, pp.193-197; ლომინაძე, გ. (თანაავტორი). (2014). ღვარცოფული პროცესების ფორმირების გეოლოგიური პირობები კახეთში. საქართველოს წყალთა მეურნეობის ინტიტუტი, შრომათა კრებული N 68; ლომინაძე, გ. (თანაავტორი). (2014). საქართველოს შავი ზღვისპირეთის ტურისტული მეურნეობის განვითარების შესაძლებლობები მზარდი ანთროპოგენური ზეგავლენის პირობებში. ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის შრომათა კრებული. ახალი სერია. N6(85), გვ. 52-56; Lominadze, G. (თანაავტორი). (2015). Glaciers Fluctuation over the Last Century in the Headwaters of the Enguri River, Caucasus Mountains, Georgia. International Journal of Geosciences. Vol.6, No.4; Lominadze, G. (თანაავტორი). (2018). Assesment of Landuse/Landcover (LULC) change of Tbilisi and surrounding area using Remote Sensing (RS) and GIS., Annals of Agrarian sciences 16, pp. 63-169.
ლიტ.: ხარაძე, კ., ჯავახიშვილი, შ. (2003). ლომინაძე გიორგი ჯუმბერის ძე ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი, ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., განათლება, გვ. 175.