-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი მთარგმნელი პროფესორი
ლომიძე თამარ ანდროს ასული (24.V.1947), ფილოლოგი, პროფესორი. დაამთავრა თსუ–ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1971). ფილოლოგიურ მეცნ. კანდიდატი (1973-2006), ამავე ინ-ტის უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (1978), ფილოლოგიურ მეცნ. დოქტორი (2006). შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი (2018), გამოცდებისა და შეფასების ეროვნ. ცენტრის ექსპერტი (2004-2012), ილიას სახელმწ. უნ-ტის ასოცირებული პროფესორი (2006-2023), ამავე უნ-ტის საპატიო ემერიტუსი (2023). გრ. კიკნაძის სახ. პრემიის ლაურეატი (2015), პრემია „ანას“ ლაურეატი (2022). ჟურნ. „სჯანის“ რედკოლეგიის წევრი; ჟურნ. ,,ლიტერატურული ძიებანის“ რედკოლეგიის წევრი.
თხზ.: ლომიძე, თ. (1988). ქართული რითმის ისტორიიდან. თბ., გამომც. მეცნიერება, ISBN 5-520-000112-X. 9; ლომიძე, თ. (მთარგმნელი). (2000–2003). თანამედროვე საზღვარგარეთული ლიტერატურათმცოდნეობა. თბ., ჟურნ. სჯანი,№1-3, ISSN 1512-25-12; E-ISSN 2346-772X; ლომიძე, თ. (მთარგმნელი). (2007). ი.ლოტმანის პოეტური ტექსტის სტრუქტურული ანალიზის მიზნები და მეთოდები. სემიოტიკა, №1, ISSN 1512-2409; ლომიძე, თ. (მთარგმნელი). (2007). რ. იაკობსონის პოეზიის გრამატიკა და გრამატიკის პოეზია. სემიოტიკა, № 2, ISSN 1512-2409); ლომიძე, თ. (2014). ქართული რომანტიზმის პოეტიკა. თბ., ილიას სახ. უნ-ტის გამომც. ISBN 978-9941-18-21; ლომიძე, თ. (2021). ქართული ლექსი. სტრუქტურა და სემანტიკა. თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN 978-9941-13-981-9; Lomidze, T. (2021). On the Character of Georgian Verse. Studia Metrica et Poetica. Vol. 8.2, 2. ISSN 2346-6901; Lomidze, T. (2024). Functions of Exact and Homonymous Internal Rhymes in Georgian Medieval Panegyric Poetry. Studia Metrica et Poetica. Vol.11, NO 1. ISSN 2346-6901; ლომიძე, თ. (მთარგმნელი). (2024). რ. იაკობსონი, კ. ლევი-სტროსი. შარლ ბოდლერის „კატები“. სჯანი (25).