ლომიძე ნოდარ ლავრენტის ძე (31.V.1958, ხაშური), ფიზიკოსი. დაამთავრა ვ. კომაროვის სახ. ფიზ.-მათ. სკოლა (1975) და თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1980). ლ. ნ.-ს მიენიჭა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. აკად. დოქტორისხარისხი (სადისერტაციო ნაშრომი „ნეიტრონ-ბირთვულ ურთიერთქმედებებში ინკლუზიურად დაბადებული უცნაური და მომხიბვლელი ბარიონების პოლარიზაცია“,1987). ლ. ნ. მუშაობს თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში წამყვანი მეცნიერ თანამშრომლის პოზიციაზე (1980-დან). არის ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი, თსუ-ის სენატის ორი მოწვევის წევრი; ლ. ნ. სამეცნ. მივლინებებით იმყოფებოდა სხვადასხვა წამყვან სამეცნ. ცენტრში: ბირთვული კვლევების გაერთ. ინ.-ტი (რუსეთი, დუბნა, 1980-1987), ბირთვული კვლევების ევროპ. ცენტრი (CERN, ჟენევა, შვეიცარია, 2000-2001), ბირთვული კვლევების ინ-ტი (გერმანია, იულიხი, 2010-2024). ლ. ნ. არის ადგილ. და საერთაშ. მრავალი სამეცნ. ფონდის საგრანტო პროექტის მონაწილე, 140-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი/თანაავტორი, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნ. მაღალი იმპაქტ ფაქტორის მქონე საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში, განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში: “New method for a continuous determination of the spin tune in storage rings and implications for precision experiments” (Phys. Rev. Lett. 115, 2015); “First search for axionlike particles in a storage ring using a polarized deuteron beam” (Phys. Rev. X 13, 2023); „First Experimental Limit on the Permanent Electric Dipole Moment of the Deuteron“ (Phys. Rev. Lett. 136, 241801, 2026). ლ. ნ. კითხულობდა სალექციო კურსებს თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტზე, ილიას სახ. და საქართვ. უნ-ტებში. ლ. ნ. იყო თსუ-ის და კიოლნის (გერმანია) უნ-ტების საერთო სადოქტორო პროგრამის თანახელმძღვანელი, ორი სადოქტორო და რამდენიმე სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვ.