ლომიძე მარინე ჯუდუს ასული
ლომიძე მარინე ჯუდუს ასული

ლომიძე მარინე ჯუდუს ას(2.II.1957, ქ. სამტრედია), ჟურნალისტი. დაამთავრა თსუ–ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (1979), იყო  კორნ. კეკელიძის სახ. სტიპენდიატი, სტუდენტთა რესპ. საბჭოს პრეზიდენტი. მიენიჭა მეცნ. კანდიდატის ხარისხი (1998). თსუ–ში საქმიანობდა: პრესის თეორიისა და პრაქტიკის კათედრის მეცნიერ თანამშრომლად (1990–1995), მასწავლებლად, უფრ. მასწავლებლად (1995–1998), დოცენტის თანამდებობაზე (1999–2005), ჟურნალისტიკის ფაკ-ტის დეკანის მოადგილედ სამეცნ. დარგში (2005), ასოცირებული პროფესორის აკად. თანამდებობაზე ჟურნალისტიკის მიმართულებით (2005–2008), სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტზე ასისტენტ პროფესორად (2008–2023), მოწვეული პროფესორად (2023–დან). პარალელურად ასწავლის ჟურნალისტურ და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) დისციპლინებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში (1998-დან). იყო ჟურნალისტიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ავტორი და ხელმძღვ., მონაწილეობდა 60-ზე მეტ ეროვნ. და საერთაშ. კონფერენციაში, არაერთი საკვალიფიკაციო ნაშრომის,  სამეცნ. კრებულისა და სახელმძღვანელოს ექსპერტი, რედაქტორი და რეცენზენტია. ავტორია 6 მონოგრაფიის, მათ შორის: „ჟურნალისტიკა“. დაჯილდოვებულია ს. მესხის პრემიით.  63 სამეცნ. და მრავალი პუბლიცისტ. სტატიის ავტორია. არის ეროვნ. და საერთაშ. პროფ. ასოციაციების წევრი. იგი იკვლევს ანალიტიკური ჟურნალისტიკის ფორმებს, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მიმართულების ნიმუშებს. მაგ.: მონოგრაფიაში „ერლომ ახვლედიანის პუბლიცისტიკა“.

თხზ.: ლომიძე, მ. (1998). არგუმენტაციის ხერხები და მეთოდები სტატიაში. უნ-ტის გამ-ბა; ლომიძე, მ. (2019). პაატა ნაცვლიშვილის ქაღალდის წეროები. თბ., გამომც. სეზანი; ლომიძე, მ. (2021). ოთარ ჭილაძის ღრუბელი. თბ., გამომც. სეზანი; ლომიძე, მ. (2024). ჯემალ ქარჩხაძის სიყვარულის მარაგი. გამომც. სეზანი.