-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი მთარგმნელი
ლომიძე გაგა გივის ძე (06.I.1973, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, რედაქტორი, მთარგმნელი. სწავლობდა თსუ-ში ფილოლოგიის ფაკ-ტზე (1990-1995). იყო შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ-რის ინ-ტის ასპირანტი (1995-1998); ფილოლოგიის მეცნ. კანდიდატი (1998). მისი სადისერტაციო ნაშრომი იყო: „გაუცხოების პრობლემა 1920-იანი წლების ქართულ პროზაში“ (1999). არის თსუ-ის ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების ასოცირებული პროფესორი; შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ-რის ინ-ტის ლიტ-რის თეორიისა და კომპარატივისტიკის განყ-ბის ხელმძღვ. (2006-დან); შედარებითი ქართ. ასოციაციის (GCLA) პრეზიდენტი (2012-2020). ლ. გ-ს სამეცნ. ინტერესის ძირითადი სფეროებია: ლიტ-რის თეორ. შესწავლა; შედარებითი ლიტ. კვლევები ფართო კულტ. კონტექსტში; სხვადასხვა ლიტ. ჟანრებისა და მიმართულებების, ლიტ. სკოლებისა და ფორმირებების ანალიზი. ავტორია წიგნების, მათ შორის, ნათარგმნი სამეცნ. წიგნების და სამეცნ. სტატიების. ასევე, ის არის შემდგენელი კრებულის ,,Six Georgian Poets“, (New Voices from Europe and Beyond. Arc Publications, London, 2016).
თხზ.: ლომიძე, გ. (მთარგმნელი). (2005). ლოტმანი იური. კულტურა და აფეთქება. თბ., ენა და კულტურა, ISBN 9994023675; ლომიძე, გ. (თანაავტორი). (2011). საბედისწერო ბიოგრაფიები. XIX საუკუნე. თბ., მწიგნობარი. ISBN 9789941424526; ლომიძე, გ. (მთარგმნელი). (2016). ლოტმანი იური. არაპროგნოზირებადი მექანიზმები კულტურაში. თბ., მწიგნობარი, ISBN 9789941465345; ლომიძე, გ. (მთარგმნელი). (2017). გროისი, ბორის. ტოტალური ხელოვნება. თბ., CCU, ISBN 9789941473234; ლომიძე, გ. (მთარგმნელი). (2019). ბონელი ვიქტორია. ძალაუფლების იკონოგრაფია: საბჭოთა პოლიტიკური პლაკატები ლენინის და სტალინის დროს. თბ., შპს ,,მწიგნობარის სტამბა“, ISBN 9789941806124.