ლომიძე ელზა ივანეს ას
ლომიძე ელზა ივანეს ას

ლომიძე ელზა ივანეს ას (2.II.1944, ქ.თბილ. – 20.II.2022, ქ. თბილ.) ჟურნალისტი, მხატვარი, თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი. დამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტის ჟურნალისტიკის განყ–ბა (1967). ვანუატუს თანამედროვე ხელოვნების სკოლა (1992). მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ჟურნალისტიკაში (2011). ჟურნალისტიკის განყ-ების ფაკ-ტად გარდაქმნის შემდეგ (1979), ლ.ე. კათედრის შემადგენლობაში ერთ-ერთ პირველი მასწავლებლი იყო. ის არჩეული იქნა საქართვ. ჟურნალისტთა ფედერაციის მდივნად (1986-1990). ლ.ე. გარკვეულ პერიოდში ხელმძღვანელობდა კლუბ „რეპორტიორს“. იგი ჟურნ. „ნიანგში“ გამოქვეყნებული ილუსტრაციათა სერია ბუფონადისთვის „30 თებერვალი“  დაჯილდოვდა საქართვ. მწერალთა კავშირის პრემიით (1989). ლ.ე. ჟურნალისტური საქმიანობის პარალელურად ავითარებდა შემოქმედებით მოღვაწეობას. მის შემოქმედებით ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ვანუატუში ყოფნამ (ქ. პორტ ვილა, კ. ეფატე, 1993); მისი შემოქმედება აერთიანებს ევროპულ აზროვნებასა და ოკ. კულტურულ-ხედვით გამოცდილებას, იკვეთება აბორიგენული ხელოვნებისა და ალოის პილიოკოს სკოლის გავლენა, ხოლო ნამუშევრები შესრულებულია იდეოგრ. ფერწერის სტილში.