ლომიძე ასკალონ სიმონის ძე
ლომიძე ასკალონ სიმონის ძე

ლომიძე ასკალონ სიმონის ძე (10. IX. 1931, სამტრედიის რაიონი-1999). დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი საქონელმცოდნეობის სპეციალობით (1958). მოღვაწეობდა  უნ-ში  ვაჭრობის ეკონ. კათედრაზე ჯერ  ასისტენტად, შემდეგ მასწავლებლად (1963). ლ. ა.-მა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ის, სახ. მეურნეობის დაგეგმვისა და ვაჭრობის ეკონ. კათედრაზე დაიცვა  დისერტაცია, თემაზე: „შეკერილი ნაწარმით ვაჭრობის ორგანიზაცია და მისი სრულყოფის გზები: (საქართველოს სს რესპუბლიკის მაგალითზე)“ და მიენიჭა  მეცნ. კანდ. ხარისხი (1971),  შემდეგ დოცენტი (1976). გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომი.

თხზ.: ლომიძე, ა. (1975). მართვის ფორმები და მეთოდები საცალო-სავაჭრო საწარმოებსა და ორგანიზაციებში. თბ.; ლომიძე, ა. (1977). ტექნიკური პროგრესი საქ. სსრ ვაჭრობაში და მისი ეფექტიანობის ამაღლების გზები. თბ.; ლომიძე, ა. (თანაავტორი). (1975). ლექციების კურსი ვაჭრობის ეკონომიკაში: ვაჭრობის ძირითადი ფონდები და კაპიტალური მშენებლობა]. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ლომიძე, ა. (1988). სავაჭრო საწყობებში ტექნოლოგიური პროცესების ორგანიზაცია და მართვა. თბ.