- კატეგორიები: ფილოლოგი ენათმეცნიერი პედაგოგი
ლომია მაია ალექსის ასული (28.10.1965, მარტვილი), ენათმეცნიერი, თსუ-ის ასოც. პროფესორი (2009 წ-დან). დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1990) და ასპირანტურა (1993), ფილოლ. მეცნ. კანდ.: სადისერტაციო ნაშრომი: „ჰიპოტაქსის საკითხები მეგრულში“ (1998); მუშაობდა საერო გიმნაზიაში ქართ. ენისა და ლიტ-ის მასწავლებლად (1996-2005); თსუ-ის მასწავლებლად (1998-2002); იყო დოცენტი (2002-2006), თსუ-ის მოწვეული ლექტორი (2006-2008), ასისტენტ პროფესორი (2008-2009), შემდეგ ასოცირებული პროფესორი (2009-დან); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის საბჭოს წევრი (2024 წლიდან); პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდის შემფასებელი კომისიის წევრი (2008-2016), ქართ. ენასა და ლიტეტატურაში ერთიანი ეროვნ. გამოცდის შემფასებელი კომისიის წევრი (2005 წლიდან); რეცენზირებადი ელექტრონული ორენოვანი სამეც. ჟურნ. „დიგიტალური ქართველოლოგიის“ სარედაქციო საბჭოს წევრი (ERICHPLUS-ის ბაზა). ლ. მ. თანამშრომლობს ქართ. ენის სახელმწ. ენის დეპარტ. ექსპერტთა კომისიასთან (2017-დან). თსუ-ში კითხულობს საუნივერსიტეტო კურსებს: ქართ. ფილოლოგიის შესავალი, ქართ. ენის მორფოლოგია და სინტაქსი, ქართ. მეტყველების კულტურა, ქართ., როგორც უცხო ენა (ჟურნალისტიკის, ფიზიკის, კიბერნეტიკის ფაკულტეტებზე რუსული სექტორის ჯგუფებში), მეგრულ-ლაზური გრამატიკის საფუძვლები და საბაზისო ლექსიკა, ტექსტის ჟანრული მრავალფეროვნება და ენობრივი ანალიზის სპეციფიკა, ქართ. ენის სტრუქტურული ანალიზი, სახელისა და ზმნის მორფემული ანალიზი, კოლხური (მეგრულ-ლაზური) ენის ლექსიკოლოგია, ზეპირსიტყვიერების ნიმუშების ენობრივი ანალიზი ქართველურ ენებში და სხვ. ლ. მ.-ს კვლევის სფეროებია: ქართ. ენის გრამატიკა, ქართვ. ენათა სხვადასხვა ჟანრის ტექსტების ანალიზი, ქართვ. ენათა შედარებითი გრამატიკა, ქართვ. ენათა ტიპოლოგია, მეგრული და ლაზური ტექსტების ქართულად გადმოღების თეორ. ჩარჩოს კონცეპტუალიზაცია (არსებულის გათვალისწინებით).
თხზ.: ლომია, მ. (თანაავტორი). (2012). ხაზთაშორის მორფემული გლოსირება: (მეგრული ტექსტების მორფოლოგიური ანალიზი): ნაწ. 1. თბ., ილიას სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941181702.; ლომია, მ. (თანაავტორი). (2012). მეგრული ტექსტები: ნაწ. 2. თბ., ილიას სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941181719.; ლომია, მ. (თანაავტორი). (2016). ფონოსემანტიკური ლექსიკა ქართველურ ენებში. თბ., ინოვაცია, ISBN: 9789941094385; ლომია, მ. (თანაავტორი). (2019). ევიდენციალობის კატეგორია ქართველურ ენებში: წიგნი 1. ქართველური ენათმეცნიერების სერია 1. თბ., პეტიტი, ISBN: 9789941966897; ლომია, მ. (თანაავტორი). (2022). უარყოფის კატეგორია ქართველურ ენებში: წიგნი 2: ქართველური ენათმეცნიერების სერია: 2. თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941332654.