-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი
ლომაძე ვახტანგ (22.V.1950, ქ. თბილ.). მათემატიკოსი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2012), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1995). დაამთავრა თბილ. მე-60 საშ. სკოლა (1967), მოსკოვის ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1973), ასპირანტურა (1979). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1982). საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა მოსკოვის სტეკლოვის სახ. მათ. ინ-ტში. არის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ–ტის გეომეტრიისა და ტოპოლოგიის განყ-ბის უფრ. მეცნ.-თანამშრომელი; თსუ–ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის მათ. დეპარტ. ასოცირებული პროფესორი. მისი კვლევები ძირითადად დაკავშირებულია ალგებრის სხვადასხვა გამოყენებებთან, მეტწილად, (მაღალგანზომილებიანი) წრფივი დინამიური სისტემების და მუდმივ კოეფიციენტებიანი წრფივ კერძო წარმოებულიანი დიფერენციალურ განტოლებათა სისტემების შესასწავლად. მის მიერ მიღებული შედეგებიდან შეიძლება გამოიყოს: წრფივი დინამიური სისტემების აქსიომატური აღწერა (ჯეტების ტერმინებში); კანონიკური ურთიერთცალსახა კავშირის დამყარება მათ და წესიერი (მრავალი ცვლადის) პოლინომთა მატრიცების ბრუნოვსკის ექვივალენტობის კლასებს შორის; ერენპრაისის ფუნდამენტური პრინციპის ალგებრული დამტკიცება; წრფივი დინამიური სისტემების უწყვეტობის შესახებ ნიუვენჰიუს-ვილემსის ამოცანის ამოხსნა; ორადობის დადგენა წრფივი დინამიური სისტემებისთვის, რომელთა ჰომოლოგიური განზომილება არ აღემატება ერთს.