-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ლომაძე ელენე დიმიტრის ასული
ლომაძე ელენე დიმიტრის ასული (09.I.1987, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (2008). იმავე უნ-ტში დაასრულა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის მაგისტრატურა ინტერდისციპლინური ბიოფიზიკის მიმართულებით (2014). მუშაობდა ი. ბერიტაშვილის სახ. ექსპერ. ბიომედიცინის ინ-ტში მეცნიერ-მუშაკის პოზიციაზე, ასევე თსუ-სთან არსებულ სამედ. და გამოყენებითი ბიოფიზიკის ინ–ტში (2015-2022). პარალელურად, იგი იყო მოწვეული პედაგოგი თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტში. ამჟამად იგი მუშაობს ქ. სეგედში (უნგრეთი) სამეცნ. კვლ. ცენტრში, მთ. მეცნ. თანამშრომლის პოზიციაზე. მისი კვლევითი საქმიანობა მიმართულია ბიოპესტიციდების კვლევასა და განვითარებაზე. პარალელურად, იგი არის სეგედის უნ-ტის ბიოლოგიის მიმართულების დოქტორანტი. გამოქვეყნებული აქვს 10 სამეცნ. სტატია.