-
ავტორი
- კატეგორიები: მწერალი ჟურნალისტი ფილოლოგი იურისტი კურსდამთავრებული
ლოლაძე დიმიტრი (დემიკო) (03.Iii. 1944), მწერალი და ჟურნალისტი. იგი იყო საქართვ. მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, საქართვ. მხატვართა კავშირის წევრი, საქართვ. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრი, სსრკ ჟურნალისტთა კავშირის წევრი. დ. ლ.-მ დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. (1968) და იურიდ. (1987) ფაკ-ტები. იგი ავტორია ათეულობით წიგნისა და კრებ., მათ შორის: "შოთა იამანიძე", "მიხეილ მესხი", "სლავა მეტრეველი", "ვლადიმერ ბარქაია", "სერგო კოტრიკაძე", "გივი ჩოხელი", "ბორის სიჭინავა", "ილია დათუნაშვილი", "მურთაზ ხურცილავა", "ვიტალი დარასელია" (1983), "ალექსანდრე ჩივაძე", "ოთარ გაბელია", "ნოდარ ახალკაცი", "სერგო კუტივაძე", "ძმები ნოდიები", "სახელოვანი ორმოცდაათიანელები", "ბორის პაიჭაძე" (ოთარ გაგუასთან ერთად), "ვაჟა აზარაშვილი", "დიუსელდორფის რაიინშტადიონზე" (1981), "ფეხბურთი ნახატებსა და შარჟებში". ფოტოალბომებზე: "მიხეილ კვირიკაშვილი", "კონსტანტინე შანიძე", "დავით ყიფიანი", "1985 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში იუნიორთა შორის", "დიუსელდორფი-თბილისი ოცი წლის შემდეგ", "დრო და ადამიანები" (I და II ნაწილი), "ჩვენ ვნახეთ პელე, მხოლოდ 12 წუთით კი გარინჩა" და სხვა. ორი კრებ. მიუძღვნა ქვეყნის ეროვნ. გმირს ჟიული შარტავას. მას ხანგრძლივი ნაყოფიერი შემოქმედებითი მუშაობის პროცესში მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო, პრემია და პრიზი: ღირსების ორდენი (1999), იაკობ გოგებაშვილის სახ. მედალი (2001), ივანე ჯავახიშვილის სახ. მედალი (2003), ნიკო ნიკოლაძის სახ. მედალი (2005), თბილ. საპატიო მოქალაქისა (2017) და ღირსების ორდენი (2018). საქართვ. ფეხბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მაღალპროფესიული ჟურნალისტური და პუბლიც. საქმიანობისათვის ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და სპორტ. ჟურნალისტიკაში ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის სპორტის დამს. მუშაკის გიორგი ნიკოლაძის სახ. მედალი, თბილ. მზრუნველის წოდება თბილ. განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ჰაიდარ აბაშიძის სახ. პრემია, მიხეილ კაკაბაძის სახ. პრემია, დავით აღმაშენებლის სახ. პრემია, ტბელ აბუსერისძის სახ. პრემია, იაკობ გოგებაშვილის სახ. პრემია, სერგეი მესხის სახ. პრემია, მემედ აბაშიძის სახ. პრემია.
ლიტ.: ლოლაძე დიმიტრი. საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 5, თბ., 2023, გვ. 409-410.