-
ავტორი
- კატეგორიები: დამეგობრებული სტრუქტურული ერთეული
ლოძის უნივერსიტეტი, ლოძის უნ-ტი არის საჯარო კვლევითი უნ-ტი (1945), რ-იც სრულად აკრედიტებულია. იგი სახელმწ. საკუთრებაში არსებული ტრად. უნ-ტია და პოლონეთში არსებული 18 ასეთი დაწესებულებიდან ერთ-ერთია. მას 25 000-ზე მეტი სტუდენტი და 2 600 მასწავლებელი ჰყავს. მისი საერთაშ. თანამშრომლობა მოიცავს 385 პარტნიორ დაწესებულებას მთელი მსოფლიოდან. პოლონელ და უცხოელ სტუდენტებს სთავაზობენ ინგლისურ ენაზე ჩატარებულ ბაკალავრის, მაგისტრის და სამაგისტრო კურსების ფართო სპექტრს. ლოძის უნ-ტის ბ-კა ცენტრალურ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი და თანამედროვე აკად. ბიბლიოთეკაა. მისი საერთო კოლექცია 3 მილიონ ტომს შეადგენს. მსოფლიოს მასშტაბით მას ფართო თანამშრომლობა აქვს: შჟან მულენ ლიონის მესამე უნ-ტთან; ფრ. რაბლეს უნ-ტთან (ტურები); ტეხასის უნ-ტთან ოსტინში; ვესტფალიშე ვილჰელმ მიუნსტერის უნ-ტთან; ბალტიმორის უნ-ტთან; რ. ჰ. სმიტის ბიზნესის სკოლასთან; მერილენდის უნ-ტთან, გამოყენებითი მეცნიერებების ცენტრის უნ-ტთან (კოკოლა, ფინეთი) და ტოუსონის უნ-ტთან. ლოძის უნ-ტის სტუდენტებს შეუძლიათ ორმაგი დიპლომის მიღება. უნ-ტი დამეგობრებულია თსუ-სთან.