-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ასისტენტ-პროფესორი
ლობჟანიძე ნინო თამაზის ასული (05.I.1991, თბილისი). ეკონომისტი, დაამთავრა თბილ. მრავალპროფილიანი სკოლა-ლიცეუმი (ESM) და მიენიჭა ბიზნეს-რეფერენტის კვალიფიკაცია (2009). წარმატებით დაასრულა თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის საგანმან. პროგრამები; Erasmus + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ტუშას უნ-ში (UNITUS), იტალიაში (2018), სადისერტაციო ნაშრომისთვის “ქართული მინერალური წყლების ბაზარზე და პროდუქტის კონკურენტუნარიანობის შეფასება” (2021) მიენიჭა ეკონ. აკად. დოქტორის ხარისხი; არის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის მიკროეკონომიკის კათედრის ასისტენტ პროფესორი (2022-დან); ბრიტანული უნ-ტის ასოცირებული პროფესორი (2023-დან); საქართვ. ეკონ. და მდგრადი განვითარების სამინისტროში, ეკონ. რეფორმების სამმართველოს ხელმძღვ. (2024-დან); იყო თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის სამეცნ.-კვლ. საქმიანობის განვითარების სამსახურის მენეჯერი (2018-2024); მიკროეკონომიკის კათედრის ლექტორი (2017-2022); საერთაშ. პროექტში „British Council Creative Spark Program-Georgia“ ჩართული იყო, როგორც ფორმალური განათაღლების მიმართულების კოორდინატორი; მონაწილეობს ადგილ. და უცხოეთში გამართულ საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებსა და პროექტებში; იყო ახალგაზრდული პარლამენტის დარგობრივი ეკონ. და ეკონ. პოლიტიკის კომიტეტის წევრი; საქართვ. მეც. აკად. ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს წევრი (2023); მეცნიერებაში მოღვაწე ქალთა და გოგონათა საერთაშ. დღესთან დაკავშირებით დაჯილდოვდა აგრარულ დარგში სამეცნ. მიღწევებისთვის (2024) გადაეცა საპატიო ჯილდო (2025). არის სამეცნ. ნაშრომის და მონოგრაფიის ავტორი: „Preliminary Impacts of the Covid-19 Pandemic on Agri-Food Trade: Challenges and Development Scenarios (Case of Georgia“ (თანაავტორი, გლობალიზაცია და ბიზნესი, 2022, N 13); „მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაცია და სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის შეფასება საქართველოში: პილარის ანალიზი“ (ეკონომისტი, 2024, ტ. 20, N 4); „გეოეკონომიკური ფრაგმენტაცია: გამოწვევები და შესაძლებლობები მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის საქართველოში“ (თანაავტორი, ეკონომიკა და ბიზნესი, 2025, N 2, ტ. 17);
თხზ.: ლობჟანიძე, ნ. (თანაავტორი). (2018). რბილი სამართლის გავლენა კორპორაციული მართვის ეფექტიანობაზე: (ინტერდისციპლინური კვლევა). თბ., იურისტების სამყარო, ISBN 9789941956188; ლობჟანიძე, ნ. (თანაავტორი). (2021). ფირმის ეკონომიკა: რიდერი: დამხმარე სახელმძღვანლო: პირველი ელექტრონული გამოცემა. თბ.