ლობჟანიძე  მანანა  დიმიტრის ასული
ლობჟანიძე მანანა დიმიტრის ასული

ლობჟანიძე მანანა დიმიტრის ასული (25.X.1965, თბილისი),  ეკონომისტი, თსუ–ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ–ტის მაკროეკონომიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ–ის ვაჭრობის ეკონ. და საქონელმცოდნეობის ფაკ-ტი (1987). იყო  თსუ–ის  ეკონ.  და  ბიზნესის  ფაკ-ტის მრეწვ.,  სოფ.  მეურნეობისა და  შრომის ეკონომიკის კათედრის ლაბორანტი (1988-2007). დაიცვა  საკანდიდატო  დისერტაცია: ,,ახალგაზრდების დასაქმების პრობლემები და შრომითი მოწყობის გზები ქ. თბილისის მაგალითზე“(2006), ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის მაკროეკონომიკის კათედრის ასისტენტ პროფესორი(2008-2016), ხოლო დღემდე ამავე  კათედრის  ასოცირებული პროფესორი (2019–დან). იყო  სტუდენთა  მომსახურების  განყ–ების  უფრ. (2007-2010). ეკონ.  და ბიზნესის ფაკ-ტის სამეცნ. კვლევისა და განვითარების სამსახურის უფრ.(2019-2021). დღემდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრის აკრედიტაციის  ექსპერტი (2018–დან). ფაკ-ტის  დეკანის  მოადგილე (2021–დან).

თხზ.: ლობჟანიძე, მ. (2012). სასწავლო მიგრაციის ტენდენციები და კანონზომიერებები გლობალიზაციის პირობებში. ეკონომიკა და ბიზნესი, №3 გვ. 175-183. თბ., უნ–ტის გამ–ბა;  ლობჟანიძე, მ. (თანაავტორი). (2022). საქართველოს სტუდენტობა სოციალურ–შრომით და დემოგრაფიულ პრიზმაში. თბ., უნივერსალი; ლობჟანიძე, მ. (თანაავტორი). (2025). ეკონომიკური მეცნიერება და საქართველოს ეკონომიკა: სამეცნიერო სტატიები. [წიგნი 1]. თბ., უნივერსალი; ლობჟანიძე, მ. (რედაქტორი). (2025). ტოდარო, მ. პ. ეკონომიკური განვითარება=Economic Development (სახელმძღვანელო 2 ნაწილად). თბ., უნ–ტის გამ–ბა; ლობჟანიძე, მ. (რედაქტორი). (2025). მიტჩელი, უ. მაკროეკონომიკა=Macroeconomc (სახელმძღვანელო). თბ., უნ–ტის გამ–ბა.