-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი პროფესორი
ლობჟანიძე ვასილ ალექსის ძე (1939 - 2024), ეკონომისტი. მეცნიერი, ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ის ასოცირებული პროფესორი. წარჩინებით დაამთავრა თსუ–ის ეკონ. ფაკ-ტი მრეწვ. ეკონ. სპეციალობით(1959-1964). დატოვეს კათედრაზე ლაბორანტად, ასისტენტად. დაამთავრა (ასპირანტურა 1965-1968). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:„პლასტმასების გამოყენების ეკონომიკური ეფექტიანობა და მისი გამოყენების გზები საქართველოს მანქანათმშენებლობაში“ და მიენიჭა ეკონ. მეცნ. კანდიდატის წოდება (1969). იყო დოცენტი (1973-დან). მუშაობდა თსუ-ში (1971- 2009). გორის სახ. უნ–ტში ლექტორის, მკვლევრის, კათედრის გამგისა და დეკანის თანამდებობებზე. (1985-2005); პროფესორია (1991–დან). თსუ–ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორია (2006-2009). აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებსა და ტრენინგებში; საგრანტო/სახელშეკრულებო პროექტებში. გამოსცა 200-მდე სამეცნ. ნაშრომი. მიღებული აქვს ღირსების ორდენი უმაღლ. განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის (2001).
თხზ.:ლობჟანიძე, ვ. (1993). მაკროეკონომიკა. თბ., ლამპარი; ლობჟანიძე, ვ. (2005). მარკეტინგის საფუძვლები. თბ., ლამპარი, ISBN 9994007084; ლობჟანიძე, ვ. (2005). საგარეო ბაზარი: კონკურენტუნარიანობის პრობლემები. თბ., ლამპარი, ISBN 9994008528; ლობჟანიძე, ვ. (2009). საერთაშორისო ბიზნესის გარემო: სამართლებრივი, ტექნოლოგიური და პოლიტიკური ასპექტები. თბ., ლამპარი, ISBN 9789941003233; ლობჟანიძე, ვ. (2011). საერთაშორისო ბიზნესის მართვა. თბ., ლამპარი, ISBN 9789941019470.