ლობჟანიძე თეა ელდარის ასული
ლობჟანიძე თეა ელდარის ასული

ლობჟანიძე თეა ელდარის ასული (17.VII.1978), ქიმიკოსი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2024-დან), ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკტ-ის საბჭოს წევრი (2025-დან). დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (2002) და ასპირანტურა (2004). ქიმ. მეც. კანდ. (2004). მუშაობდა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტის ელემენტორგან. ქიმიის კათედრის უფროს ლაბორანტად (2005), თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ქიმიის დეპარტ. მეტალორგან. და გამოყენებითი ქიმიიის სასწ.-სამეცნ. ლაბორ. გამგედ (2007-2024.) ლ. თ-ს მეცნ. სფროა: თანამედროვე მასალების ქიმიის ტექნოლოგია, მაღალტემპერატურული ზეგამტარი მასალების ტექნოლოგიები და სპეციფიკური თვისებების  მეტალ(ელემენტ)ორგან. ნაერთები და მეტალშმცველი კომპოზიტები. ლ. თ ავტორია 100-მდე სამეცნ. პუბლიკაციების, რომლებიც გამოქვეყნებულია იმპაქტ–ფაქტორის მქონე და რეცენზირებად სხვა რეიტინგულ ჟურნალებში. მისი კვლევების შედეგები წარდგენილია 40-ზე მეტ საერთაშ. და ეროვნ. კომფერენციაზე. თანაავტორია სახელმძღვანელოებისა და სასწ. კურსების. მიღებული აქვს ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. ლ. თ.-ს ხელძრვანელობით მოპოვებული არის  (8) შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური და (1) DAAD-ის საერთაშ. სამეცნ. ფონდის გრანტი; თანაავტორია (5) სახელმძღვანელოს და  (3) ელექტრონული სასწ. კურსის; არის (1) სადოქტორო ნაშრომის,  (6)  საბაკალავრო და (10)  სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვ. (2006-დან); უძღვება ლექციების კურსებს როგორც თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ., ასევე მედიცინის ფაკ-ტზე (2005-დან).

თხზ.: Lobzhanidze, T. Co-author)); (2007). Algebraic-chemical investigation of some organic molecules and their transfirmations. Tb., Universal, ISBN 9789941120398; ლობჟანიძე, თ. (თანაავტორი). (2008). მეტალ(ელემენ)ორგანულინაერთთა ქიმიის პრაქტიკუმი. თბ.  უნივერსალი, ISBN 9789941122026; ლობჟანიძე, თ. (თანაავტორი). (2009). ორგანულ ნაერთთა ტრივიალური სახელწოდებები.თბ., უნივერსალი, ISBN 9789941121647; ლობჟანიძე, თ. (თანაავტორი). (2010). სიმეტრიის თეორიის წარმოდგენების გამოყენება ქიმიაში. თბ.,  უნივერსალი, ISBN 9789941128332 ;ლობჟანიძე, თ. (თანაავტორი). (2010). იზომერია ორგანულ და კომპლექსურ ნაერთებში. თბ. უნივერსალი, ISBN 9789941126987.