ლობჟანიძე მანანა დიმიტრის ასული
ლობჟანიძე მანანა დიმიტრის ასული

ლობჟანიძე მანანა დიმიტრის ასული (25.X.1965, თბილისი), თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის მაკროეკონომიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი, ფაკ-ტის დეკანის მოადგილე. დაამთავრა თსუ-ის ვაჭრობის ეკონ. და საქონელმცოდნეობის ფაკ-ტი (1987), იყო თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის მრეწვ., სოფლის მეურნეობისა და შრომის ეკონომიკის კათედრის ლაბორანტი (1988-2007). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:„ახალგაზრდების დასაქმების პრობლემები და შრომითი მოწყობის გზები საქართველოს მაგალითზე“ (2006). ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის მაკროეკონომიკის კათედრის ასისტენტ პროფესორი (2008-2016), დღემდე ამავე კათედრის ასოცირებული პროფესორი (2019-დან). იყო სტუდენთა მომსახურების განყ-ების უფრ. (2007-2010). ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის სამეცნ. კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფრ. (2019-2021). დღემდე არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრის აკრედიტაციის ექსპერტი (2018) და ფაკ-ტის დეკანის მოადგილეა (2021-დან). გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში:,,საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა სასწავლო მიგრაცია” (მიგრაცია, 2009, №3); ,,სასწავლო მიგრაციის ტენდენციები და კანონზომიერებები გლობალიზაციის პირობებში“ (ეკონომიკა და ბიზნესი, 2012, №3 ).

თხზ.: ლობჟანიძე, მ. (2006). ახალგაზრდობის დასაქმების პრობლემები და რეგულირების ძირითადი მიმართულებები. თბ., უნივერსალი.