-
ავტორი
- კატეგორიები: ექიმი ქირურგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ლობჟანიძე გია ვარდენის ძე (11. V. 1957, თბილისი), ექიმი-ქირურგი. მედიცინის მეცნ. დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თსსი (1979); გაიარა ინტერნატურა (1979-1980) და კლინ. ორდინატურა ზოგად ქირურგიაში (1980-1982). ლ. გ. იყო თსსი-ის საფაკ-ტო ქირურგიის კათედრის ასპირანტი (1983–1986); დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია: „თორმეტგოჯა ნაწლავის პოსტბულბალური წყლულების კლინიკა და მკურნალობა“ (1987), შემდეგ სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „კუჭის წყლულის კლინიკა და ქირურგიული მკურნალობის მეთოდები“ (1994); მოღვაწეობდა თსსი-ის ქირურგიის კათედრებზე და ადმინისტრაციაში: როგორც ასისტენტი (1987-1994); დოცენტი (1994-1995); პროფესორი (1995-2009); სამკურნალო ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (1991-1998 ); დეკანი (1998-2002); ცენტრ. საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი (2002-2005); თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვ. (2006- 2009); იყო პ. შოთაძის სამედიცინო აკადემიის პროფესორი (2009-2012); თსუ-ის მედიცინის ფაკ-ტის სამეცნ. კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფრ. (2010-დან); არჩეულ იქნა პროფესორად ქირურგიის კათედრაზე (2012), შემდგომ კი ზოგადი ქირურგიის კათედრაზე პროფესორად, შემდეგ კი იყო ხელმძღვ. (2018); არის თსუ-ის მედიცინის ფაკ-ტის საბჭოს (2016-დან) და თსუ-ის აკად. საბჭოს წევრი (2016-2024); თსუ-ის გაზ. „თბილისის უნივერსიტეტი“ რედკოლეგიის წევრი (2015წ.-დან). ლ. გ. არის 181 სამეცნ. ნაშრომის (მათ შორის, 4-მეთოდური რეკომენდაცია, 3-მონოგრაფია) ავტორი. მისი თანაავტორობით გამოქვეყნებულია: «Abdominal Organ Donation: Surgical Aspects and Recommended Practice Guidelines for Controled Donation of Braion-Dead Donor.“ (Georgian Medical News., 2015; N2): “Direct-acting antivirals for hepatitis C does not affect risk of development and outcomeof hepatocellular carcinoma” (Georgian Medical News; 2020; Vol 306 No 9); “Gankyrin mRNA as a novel highly sensitive marker for Liquid biopsy in the clinical management of hepatocellular carcinoma” (World Academy of Sciences Journal. 2024; Nov.14.); “The Relevance of the Endocytoscopy in Modern Endoscopy” (Georgian Medical News, 2025; Vol. 368, No. 11).
თხზ. (გარდა ტექსტში მოხსენიებულისა): ლობჟანიძე, გ. (1998). კუჭის წყლული: ეტიოპათოგენეზი, კლინიკა, დიაგნოზი, მკურნალობა: [მონოგრაფია]. თბ.