ლიპარტელიანი რივა გალაქტიონის ასული
ლიპარტელიანი რივა გალაქტიონის ასული

ლიპარტელიანი რივა გალაქტიონის ასული (01.VIII.1950, ლენტეხი), აგროქიმიკოსი. დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტი (1973), სწავლობდა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის ასპირანტურაში აგროქიმიის მიმართულებით (1976-1980),  აგროქიმიის მეცნ. კანდ. (1985), საქართვ. სახ. აგრ. უნ-ტის დოცენტი (1991-2001), აგროეკოლოგიის დეპარტ. ასოცირებული პროფესორი და აგროქიმიის მიმართულების უფრ. (2001-2011), საქართვ. სახელმწ. აგრ. უნ-ტის მ. საბაშვილის სახ. ნიადაგმცოდნეობის და მელიორაციის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (2011-2013), თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომლი (2013-2015), უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2015-დან). ლ. რ. იყო შპს „ალდაგი ასტანსის“ მიერ აყვანილი ექსპერტი (ქართულ-ბრიტანული ნავთობ კომპანიის ნინო წმინდის მე-100 ჭაბურღლზე მომხდარი ამოფრქვევის შედეგად ნიადაგის და სას.-სამ. კულტურების დაბინძურების ხარისხის შესწავლის მიზნით, 2005) და აკრედიტებული საგამოცდო ლაბორ. ერთ-ერთი დამფუძნებელი აგროქიმიის კათედრაზე (2003). მეცნ. ინტერესების სფერო: მარცვლეული კულტურებისათვის ახ. სახის აზოტოვანი სასუქების მიღება და კვლევა; პოლიმერების ქიმია. თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. პუბლიკაციები რეიტინგულ ჟურნალებში, მათ შორის: “Regularities of the Reaction of Epichlorohydrin with Polycyclic Bisphenols", (Oxidation Communications, 45(4), 2022); „Oligomeric Nitrogen Fertilizer“, (Sustainability in Polymer Technology and Plastics Engineering Concepts Strategies and Opportunities, 2025). მიღებული აქვს ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები: „პროლონგირებული მოქმედების პოლიმერული აზოტოვანი სასუქის მიღების ხერხი“; „პროლონგირებული მოქმედების აზოტოვანი სასუქების მიღების ხერხი“; „პროლონგირებული მოქმედების NPK-ს შემცველი უნივერსალური სასუქის მიღების ხერხი“; „ბუნებრივი სორბენტის მიღების ხერხი“. თანაავტორია სახელძღვანელოების და მეთოდური მითითებების აგროქიმიაში. მონაწილეა ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებების.  სხვადასხვა დროს იყო საერთაშ.  (ISTC, STCU) და შ. რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური და გამოყენებითი პროექტების კოორდინატორი და ძირითადი შემსრულებელი. 

თხზ.: ლიპარტელიანი, რ. (თანაავტორი). (2009). საქართველოს აგრომადნები და მათი სასუქად გამოყენების პირობები: სახელმძღვანელო. თბ, საზოგადოება ცოდნა; ლიპარტელიანი, რ. (თანაავტორი). (2009). სოფლის მეურნეობის ქიმიზაცია და გარემოს დაცვა:  სახელმძღვანელო. თბ., საზოგადოება ცოდნა; ლიპარტელიანი, რ. (თანაავტორი), (2009), სალექციო კურსის პროგრამა. საქართველოს აგრომადნები და მათი სასუქად გამოყენების პირობები: სახელმძღვანელო. თბ., საზოგადოება ცოდნა; ლიპარტელიანი, რ. (2011). 100 პლიუს კითხვა-პასუხი გამოყენებით ეკოლოგიაში: სახელმძღვანელო. თბ., უნ-ტის გამ-ბა.