-
ავტორი
- კატეგორიები: გეოგრაფი კარტოგრაფი
ლიპარტელიანი გულიკო არტემის ასული (18.VI.1939, თბილისი), გეოგრაფი, კარტოგრაფი, გეოგრაფიის დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილ. სახელმწ. უნ-ტი (1962). მუშაობა დაიწყო საქართვ. მეცნ. აკადემიის ვახუშტის სახ. გეოგრაფიის ინ-ტში მხაზველ-კარტოგრაფად. გაიარა ასპირანტურის კურსი (1962-1968). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ქ. კიევის გეოგრაფიის ინ-ტში: „საქართველოს სსრ აღმოსავლეთ (კახეთის) ეკონომიკური რაიონის კომპლექსური რეგიონული კარტოგრაფირება სოფლის მეურნეობის მიზნებისთვის“ (1979). მუშაობდა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ზე ეკონ. გეოგრაფიის კათედრის ასისტენტად (1968-1973), კარტოგრაფია-გეოდეზიის კათედრის ასისტად, სასწავლო პროცესის ორგანიზატორად (1973-1980), კათედრის გამგის მოადგილედ, დოცენტად (1980-2006), სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. დეპარტამენის პროფესორად (2006-2014). თბილ. ტექნ. უნ-ტის კარტოგრაფიისა და გეოინფორმატიკის დეპარტამენტის პროფესორად, მიწვეული ლექტორად თემატურ კარტოგრაფიაში (2011-2014). არის თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის ლაბორატორიის მეცნიერი (2010-2013), ლაბორ. ხელმძღვ., უფრ. მეცნიერი (2013-2024), განყ-ბის ხელმძღვ., უფრ. მეცნიერი (2025-დან).
ლ. გ.-მ სასკოლო გეოგრაფიასთან კარტოგრაფიის კავშირის გაძლიერების მიზნით ქართ. და რუს. ენებზე შეადგინა სამუშაო რვეულები საქართვ. ფიზ. და ეკონომიკური გეოგრაფიის VIII-IX კლასების სახელმძღვანელოებისთვის (1980), რ-იც წარმატებით გამოიყენებოდა ქართ. და არაქართ. სკოლებში (2000-2006). ქართულიდან რუსულ ენაზე თარგმნა გ. ჭანტურიას „სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფია“, IX კლ. (2002). დაწყ. კლასებისთვის შეადგინა „საქართველოს წითელი წიგნის“ ცხოველების კედლის რუკა. მოამზადა მეთოდ. მითითებები სასკოლო გეოგრაფიაში ტოპოგრაფიისა და თემატური კარტოგრაფიის საკითხების სწავლებისთვის (2012). შექმნა სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის „სოციალური და ეკონომიკური კარტოგრაფია“ სამუშაო რვეულით (2004). შეადგინა გეოგრ. კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი ქართ.-ინგლ.-რუს. საძიებლით (2012). იყო „მსოფლიოს დიდი ატლასის“ (მილენიუმ ჰაუსის გამოცემა). ,,პალიტრა L" (2008, 2010, 2012, 2013, 2014) ქართ. გამოცემის რედაქტორი-კარტოგრაფი. ხელმძღვანელობდა კარტოგრაფიის სპეციალიზაციის სტუდენტთა სასწ.-საწარმოო პრაქტიკას მოსკოვის, ლენინგრადის, კიევის და ირკუტსკის უნ-ტებში, მინსკის, რიგის და ტაშკენტის კარტოგრაფიულ ფაბრიკებში, სადაც სტუდენტები ეცნობოდნენ უახლეს სასწ. რუკებს, ატლასებს და მათი გამოცემის ტექნოლ. პროცესებს. სტუდენტთა შემოქმ. აქტივობის გაზრდისა და გუნდური მუშაობის ჩვევის შეძენის მიზნით ლ. გ.-მ დანერგა საკურსო ნაშრომების სახით საქართვ. ადმ.-ტერიტ. ერთეულების კომპლექსური ატლასების შედგენის პრაქტიკა. შედგენილია ახმეტის (1987), სიღნაღის (1988), ონის (1989), თეთრიწყაროს (1990), მცხეთის (2007) და დუშეთის (2009) ატლასები, მათ შორის ორი უკანასკნელი გის-ტექნოლოგიის გამოყენებით. თსუ-ში პედ. მუშაობის პარალელურად ლ. გ. მიიწვიეს სახელმწ. საგეგმო კომიტეტთან არსებული ეკონ. და სოც. პრობლემების სამეცნ.-კვლ. ინ-ტში რეგიონების განყ-ის სოც. და ეკონ. კარტოგრაფიის სექტორის გამგედ (1980-2002). მუშაობის პერიოდში შედგენილ იქნა საქართვ. რეგიონების მრეწველობის ატლასი 70 რუკით (1982), რ-იც წარდგენილ იქნა ქ. ირკუტსკის საკავშ. (1983) და ქ. ერევნის რეგიონულ სამეცნ. კონფერენციებზე (1985). ლ. გ.-ს მიერ გამოიცა სხვადასხვა რუკა-ბუკლეტები (1993, 2001), საქ. ადმ. რაიონების სოციალურ-ეკონ. განვითარების გეგმებისთვის შეიქმნა დანართი ატლასები ადმინისტრ. რაიონებისთვის (1994-1996, 1998), ამიერკავკასიის რეგიონის ბუნ. და ენერგეტ. რესურსების რუკები (1996) და საქართვ. მაღალმთიანი და საზღვრისპირა რ-ების სასკოლო დაწესებულებების რუკები (1998). არის 100 სამეცნ. ნაშრომის ავტორი. სამეცნ. მუშაობის სფეროა თემატური კარტოგრაფია: თემატური რუკების, რუკათა სერიების და კომპლექსური ატლასების შედგენა. მონაწილეობდა საქართვ. სსრ გეოგრ. ატლასის (1964), საქართვ. ეროვნ. ატლასის (2012) შედგენაში. არის საქართვ. ეროვნ. ატლასის (2018) კარტოგრაფ-რედაქტორი და რუკების ავტორი. მისი კონცეფციით და მონაწილეობით შედგენილია ახალი ტიპის საქართვ. გეოგრა. ატლასი (2018); გეოგრაფიის ინ-ტის კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის განყ-ბაში ლ. გ.-ს ხელმძღვანელობით მიმდინარეობს საქართვ. რეგიონების კომპლექს. გეოგრ. ატლასების შედგენა (2019-დან). გამოცემულია საქართვ. კახეთის რეგიონის ატლასი (2025) და საქართვ. ქვ. ქართლის რეგიონის ატლასი (2026). ლ. გ.-ს მიღებული აქვს საქართვ. სსრ მეცნ. აკადემიის პრეზიდიუმის მადლობა „საქართველოს სსრ ატლასი“-ს მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებისა და კარგი პოლიგრ. განხორციელებისთვის (1965); საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის საპატიო სიგელი კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის დარგში სამეცნ. მიღწევებისთვის (2021); ვახუშტი ბაგრატიონის მედალი მეცნიერის დღესთან დაკავშირებით (2023); თსუ-ის მედალი სამეცნ. მოღვაწეობისთვის მეცნიერის დღესთან დაკავშირებით (2023).
თხზ.: ლიპარტელიანი, გ. (თანაავტორი). (2012). გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი. თბ., უნივერსალი.; ლიპარტელიანი, გ. (თანაავტორი). (2018). საქართველოს რეგიონების კარტოგრაფირება: კონცეფცია და მეთოდოლოგია. საქართველოს ალ. ჯავახიშვილის სახ. გეოგრაფიული საზოგად. შრ. ახალი სერია I (XIX). თბ., გვ. 70-80; ლიპარტელიანი, გ. (2018). რუკები ატლასში: National Atlas of Georgia. „Franz Steiner Verlag“, Stuttgart; ლიპარტელიანი, გ. (2018). კონცეფცია და რუკები ატლასში: საქართველოს გეოგრაფიული ატლასი.თბ., პალიტრა L; ლიპარტელიანი, გ. (2025). კონცეფცია და რუკები ატლასში: საქართველოს კახეთის რეგიონის გეოგრაფიული ატლასი. თბ., უნ-ტის გამ-ბა.