ლიპარტელიანი აკაკი გაიოზის ძე (5.X.1948, თბილისი - 17.IV.2024, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი თეორ. და მათ. ფიზიკის სპეციალობით (1972). ლ. ა.-ს მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდ. აკად. დოქტორის ხარისხი სადისერტაციო ნაშრომზე: „იშვიათი პროცესები ჰორიზონტალური სიმეტრიის მოდელში“ (1980). მუშაობდა მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში (სერპუხოვი, რუსეთი, 1980-1987). ლ. ა. გარდაცვალებამდე მუშაობდა თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში თეორ. ფიზიკის განყ-ბაში სხვადასხვა პოზიციებზე (ბოლო პოზიცია მთ. მეცნიერ თანამშრომელი, 1988-დან). იყო ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი. ორი სემესტრის განმავლობაში მუშაობდა ნოტრ-დამის უნ-ტში როგორც მიწვეული მეცნ. მკვლევარი (აშშ, 2007). ლ. ა.-ს სამეცნ. ინტერესების სფერო იყო: ელემენტერული ნაწილაკების ფიზიკა; იშვიათი პროცესები სტანდარტულ მოდელში და მის მიღმა. იყო მრავალი ადგილ. და საერთაშ. (ISF, ISTC) სამეცნ. ფონდის საგრანტო პროექტის ხელმძღვ. და მონაწილე. იყო 50-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი/თანაავტორი, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში, რომელიც განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში: ,,On the double radiative decays of the B meson and mu atom” (Nucl. Phys. B468, 241-260, 1996); ,,Bs,d → γγ decay in the model with one universal extra dimension” (Phys. Lett. B 634, 59-62, 2006); „Bàgg in an Appelquist-Cheng-dobrescu model“ (Phys. Rev. D78, 097501, 2008). ლ. ა. იყო მრავალი ადგილ. და საერთაშ. კონფერენციის მონაწილე და საორგანიზაციო კომიტეტის წევრი.