-
ავტორი
- კატეგორიები: იურისტი
ლილუაშვილი გია თენგიზის ძე (10. IX. 1959), იურისტი.დაამთავრა თსუ-ის იურიდიული ფაკ-ტი (1983). მუშაობდა თბილ. 26 კომისრის რ-ნის იურიდიულ კონსულტაციაში ადვოკატად (1983-1986). სწავლობდა საქართვ. მეცნ. აკად. სახელმწ. და სამართ. ინ-ტის ასპირანტურაში (1985-1988). ამავე ინ-ტში მუშაობს: უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (1989-დან), მეცნიერ-თანამშრომლად (1990), შემდეგ კი არის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1991-დან). თსუ-ში დაიცვა დისერტაცია, თემაზე:„ პირადი საკუთრების უფლების განვითარება საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობით 1921-1984“ და მიენიჭა იურიდ. მეცნ. კანდიდატის წოდება (1991). ლ. გ. მუშაობდა საქართვ. პარლამენტის მართლწესრიგისა და კანონიერების დაცვის კომისიაში უფრ. ექსპერტად (1994-1995). სამეცნ. მივლინებით იმყოფებოდა აშშ-ში, ნორთისტერნის უნ-ტის სამართ. სკოლაში (1996), სადაც სამეცნ. კვლევებში ხელმძღვანელობას უწევდა სამოქალაქო საპროცესო სამართ. პროფ. სტივ სუბრინი და საკორპორაციო-სახელშეკრულებო სამართ. პროფ. დევიდ ფილიფსი. კითხულობდა ლექციებს თბილ. სოც.-ეკონ. ინ-ტში, იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში, სამოსამართლო სწავლების ცენტრში, საქართვ. სახელმწ. აგრარულ უნ-ტში, იუსტიციის უმაღლ. სკოლაში, თბილ. ეკონ. ურთიერთობათა სახელმწ. უნ-ტში, ქუთ. ა. წერეთლის სახ. სახელმწ. უნ-ტში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. უნ-ტში, კავკასიის უნ-ტში, სულხან-საბა ორბელიანის უნ-ტში, გრ. რობაქიძის სახ. უნ-ტში (1995-დან), ასევე კითხულობს ლექციებს ქართ.-ამერ. უნ-ტსა და აღმ. ევროპის უნ-ტში (2006-დან). იყო თბილ. ეკონ. ურთიერთობათა სახელმწ. უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტის დეკანი (2004-2010), აკად. დეპარტამენტის თავ-რე, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი. არის თსუ-ისთან არსებული თ. წერეთლის სახ. სახელმწ. და სამართ. ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (2007-დან); სამართ. მეცნ. კავშირის გამგეობის წევრი (2014-დან); სამართ., ეკონ. და მართვის ევრ. ცენტრის გამგეობის წევრი (2016-დან); თანამედროვე კერძო სამართ. ინ-ტის (თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტის სამეცნ.-კვლ. სტრუქტურული ერთეული) წევრი (2015-დან); განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრის სამართ. მიმართულების უმაღლ. განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი (2017-2018), სამართ. მიმართულების დარგობრივი მახასიათებლის შემმუშავებელი ჯგუფის წევრი; საქართვ. პარლამენტის იურიდ. კომიტეტთან არსებული სამეცნ.-საკონსულტაციო საბჭოს წევრი (2017-2020). გ. ლ.-ის სამეცნ.-კვლ. ინტერესების სფეროს ძირითადად მიეკუთვნება ქართ., აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, ბულგარეთის სამოქალაქო საპროცესო, სამოქალაქო სამართ., საკორპორაციო, საერთაშ. კერძო სამართ. და შრომის სამართ. აქტუალური საკითხები: „ევროკავშირის დირექტივების მნიშვნელობა ქართული საკორპორაციო სამართლის სრულყოფისათვის“ (2017); „საერთაშორისო შრომის სამართალი საერთაშორისო სამართალთან და კერძო სამართალთან მიმართებაში“ (2021); „სერვიტუტი და მისი ფორმები აშშ-ში“ (2022, 2024). გ. ლ. დაჯილდოვებულია ღირსების მედლით (2002).
თხზ.: ლილუაშვილი, გ. (2005). შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, თეორია და პრაქტიკა. თბ., ჯისიაი, ISBN: 9994001841; ლილუაშვილი, გ. (თანაავტორი). (2009). თანამედროვე საკორპორაციო სამართლის თეორიული და პრაქტიკული საკითხები. თბ.; ლილუაშვილი, გ. (თანაავტორი). (2014). სამოქალაქო საპროცესო სამართალი: ნაწ. 1: (სახელმძღვანელო). თბ. სამართალი, ISBN: 9789941934421; ლილუაშვილი, გ. (თანაავტორი). (2023). სამოქალაქო საპროცესო სამართალი: ნაწ. 2. თბ.