ლიჰთენშთაინ ჰაინრიხ ფონ უნდ ცუ
ლიჰთენშთაინ ჰაინრიხ ფონ უნდ ცუ

ლიჰთენშთაინ ჰაინრიჰ ფონ უნდ ცუ (Liechtenstein Heinrich von und zu, ლეობენი) ფინანსური მენეჯმენტის დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დოქტორს, პროფესორს, მის სამეფო უმაღლესობას, მიენიჭოს თსუ-ის საპატიო დოქტორის წოდება (06.09.2019).

ლ. ჰ. ფინანს. მენეჯმენტის დეპარტამენტის პროფესორია. მას აქვს მენეჯერული მეცნ. და გამოყენებითი ეკონომიკის დოქტორის ხარისხი ვენის ეკონომიკის სკოლიდან, ავსტრია, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ნავარის უნ-ტის ბიზნეს სკოლიდან (IESE), ბიზნეს ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი გრაცის ავტონომიური უნ-ტიდან და არის სერტიფიცირებული ევროპელი ფინანსური ანალიტიკოსი.

პროფ. ლ. ჰ. კითხულობს ლექციებს ბიზნესის უმაღლესი კვლევების ინ-ტში (IESE MBA) და აღმასრულებელ პროგრამებში და სპეციალიზირებულია სამეწარმეო ფინანსებში, სიმდიდრის მართვასა და სამეწარმეო ოჯახების მმართველობაში. ის არის კერძო კაპიტალის შესახებ რამდენიმე პუბლიკაციის თანაავტორი. მისი მიმდინარე კვლევა ამ სფეროში ფოკუსირებულია კერძო კაპიტალში ოპერაციული ღირებულების შექმნაზე, გავლენის მქონე ინვესტირებასა და სამეწარმეო ოჯახების მმართველობაში.

კონსულტანტის რანგში ის თანამშრომლობდა წამყვან ოჯახებთან და ფინანსურ ინ-ტებთან და ოჯახის მიერ კონტროლირებადი ფონდების საბჭოების წევრია.

აკადემიურ კარიერამდე, პროფ. ლ. ჰ. მუშაობდა ოჯახის საკუთრებაში არსებულ „ლიხტენშტეინის გლობალური ტრასტი-ში“ (LGT), რომელიც ულტრა-მაღალი წმინდა ქონების მქონე პირებთან მუშაობდა. ის ასევე კონსულტაციებს უწევდა ოჯახებს „ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფი“-ში (BCG) და დააარსა და გაყიდა ორი წარმატებული ბიზნესი.