ლიდიარდი პიტერ
ლიდიარდი პიტერ

ლიდიარდი პიტერ  (Liddiard Peter, 18.V.1944, უელსი) უნ-ტის სასწ. და სამეცნ. საქმიანობის ხელშეწყობისათვის, საქართველოსა და ქართ. კულტურის პოპულარიზაციისათვის ლონდონის უნ-ტის ემერიტუს პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (05.12.2016).

ლ. პ.-მა უელსის უნ-ტში მოიპოვა ზოოლოგის ბაკალავრის ხარისხი (1965), 1966 წელს კი ბირმინგემის უნ-ტში – მაგისტრის ხარისხი იმუნოლოგიაში. ლონდონის უნ-ტში (ჩესტერ ბიტის კვლევითი ინ-ტი) უჯრედის ბიოლოგიაში დაიცვა დოქტორის ხარისხი (1969).

ლ. პ.-ს სხვადახვა დროს ეკავა შემდეგი თანამდებობები: მკვლევარ-მეცნიერი (კვლევითი ლაბორატორია, ბექენემი, კენტი, 1969-1974), ასოცირებული მკვლევარი (ალაბამას უნ-ტი, აშშ, 1974-1976), ლექტორი (ლონდონის უნ-ტი, 1981 წლიდან), პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ტუტორი და ლექტორი (ლონდონის წმინდა გიორგის უნ-ტი, 2006 წლიდან), იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვ. (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, 1993-2007).

ლ. პ. მრავალი წიგნის, მონოგრაფიის, სამეცნიერო ნაშრომის, მოხსენების, კვლევისა და სასწავლო კურსის ავტორი და 50-მდე დოქტორანტისა და მაგისტრის მეცნიერ-ხელმძღვანელია. იგი აქტიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობს ქართვ. მეცნიერებთან - საქართველოში Tempus-ის პროგრამის კოორდინატორია (1995). 1997 წლიდან იგი იმუნოლოგიის ტრანსკავკასიური ჟუნრალის რედაქტორია.

ლ. პ. მრავალი ჯილდოს მფლობელია. მას არაერთი საპატიო პოზიციაც ეკავა: ემერიტუს პროფესორი (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი (UCL), 2007 წლიდან), მოწვეული პროფესორი (ვესტმისტერის უნ-ტი, ლონდონი, 2003 წლიდან), იმუნოლოგიის საპატიო პროფესორი (ქუთაისის სახელმწ. უნ-ტი, საქართველო, 2002 წლიდან), იმუნოლოგიის საპატიო პროფესორი (თელავის სახელმწ. უნ-ტი, საქართველო, 2001 წლიდან), იმუნოლოგიის საპატიო ემერიტუს პროფესორი (ლონდონის წმინდა გიორგის უნ-ტი, სამედ. განათლების დეპარტამენტი, 2010 წლიდან).