-
ავტორი
- კატეგორიები: არქეოლოგი დოქტორი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ლიჩელი ვახტანგ ტარიელის ძე (16.IV.1948, ბორჯომი) არქეოლოგი, ისტორიის მეცნ. დოქტორი, თსუ-ის პროფესორი (2006-დან). დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1971). მონაწილეობდა ვანის არქეოლ. ექსპედიციაში (1970-1981). დაიცვა საკანდიდატო (1981) და სადოქტორო დისერტაციები (1991). დაასაბუთა, რომ კოლხეთისა და იბერიის ძვ.წ. IV-ახ.წ. IV სს. არქეოლ. მასალაზე დატანილი ნიშნები წარმოადგენს ადგილ. პროტო-ქართ. დამწერლობის ასოებს. დასკვნა აღიარებულია უცხოელი სპეციალისტების მიერაც. ლ.ვ.-მა საქართველოში პირველმა გამოიყენა კომპიუტერული ტექნიკა არქეოლ. კლასიფიკაციაში (1977) და პირველმა შეიმუშავა კულტ. ფენებში არტეფაქტების რაოდენობრივი შეფასების მათ. კრიტერიუმი (1987). თსუ-ის ფიზიკოსებთან ერთად დანერგა ელექტრო-პარამაგნიტური რეზონანსით დათარიღების მეთოდი და მუშაობდა კერამიკის დეჰიდრატაციის მეთოდზე. „ქუთაისის ქვეყნის“ ექსპედიციაზე აღმოაჩინა სამი უცნობი ძეგლი: ციხიას სატაძრო კომპლექსი, სარბევის გორისა და გეგუთის ნამოსახლარები (1983). აწყურის არქეოლოგიურ კვლევებზე წერილობითი წყაროების ანალიზის შედეგად მიაკვლია ანტიკური ხანის ნამოსახლარსა და სამაროვანს (1994-2016). დაადგინა, რომ აქ ძვ.წ. XVI ს-ში მოვიდა თავისებური მიკროკულტურის მატარებელი მოსახლეობა. აქვე ჩამოაყალიბა პირველი ქართ.-უცხოური (მაკ-გილის უნ–ტი, კანადა) ერთობლივი ექსპედიცია. ხელმძღვანელობს რამდენიმე საერთაშ. პროგრამას (კანადა, გერმანია, იტალია, ავსტრია). ლ.ვ.-ს მიღებული აქვს სტიპენდიები: გერმანიის არქეოლ. ინ-ტისგან (სამჯერ), DAAD-ისგან (ხუთჯერ), მონრეალის უნ-ტისგან (ორჯერ), ბრიტანეთის აკადემიისგან (სამჯერ), ასევე, ევროსაბჭოსგან, USAID-ისგან, ლუვრის მუზეუმისა და შ. რუსთაველის ფონდისგან. იგი ხელმძღვანელობდა ქართ. არქეოლ. მისიას კვიპროსზე – შესწავლილია წმ. გიორგის ორი ქართ. ეკლესია — ალამინოსისა და სოფტადესის (2015-2024). ხელმძღვანელობს ქართ. არქეოლ. მისიას იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში (2024-დან). ლ.ვ. არის ოთხი ევრ. უნ-ტის მოწვეული პროფესორი: ლეიდენის (2013), ინსბრუკის (2011 და 2015), ვენეციის კა ფოსკარისა (2017-2019; 2022-2025) და ბუდაპეშტის (2022). ორი ლექცია ჩაატარა იაპონიაში — კობესა (2018) და ტეიკიოს (2023) უნ-ტებში. ლ.ვ. არის იუნესკოს საქართვ. კომისიის „ადამიანისა და გარემოს“ (2010), ISMEO-სა (2017) და SAA-ს (2018) წევრი, საქართველოში კი მრავალი სამეცნ. და სალიცენზიო საბჭოს წევრი. არის შემდეგი ჟურნალების: „მილსადენის არქეოლოგია“ და „ინტერდისციპლინარული არქეოლოგია“ რედაქტორი; „Caucasus Journal of Social Sciences“ (საქართველო); „Ancient Civilization from Scythia and Siberia“ (ჰოლანდია); Pro-Georgia (პოლონეთი) და „ჰუნარა“ (ირანი) საბჭოების წევრი. არის თსუ-ის არქეოლოგიის მიმართულების ხელმძღვ. (2010-დან) და ავტორია განახლებული სასწ. პროგრამის, რ-იც ინტერდისციპლინარულ სტანდარტებს ემყარება. დააარსა ვარძიის ახალგაზრდა არქეოლოგთა საერთაშ. კონფერენცია. ლ.ვ.-ს აღზრდილი ჰყავს ასეულობით სტუდენტი, მისი ხელმძღვანელობით შეასრულა ნაშრომები ათეულობით ბაკალავრმა, მაგისტრანტმა და დოქტორანტმა; უკანასკნელ წლებში ლ.ვ. ხელმძღვანელობს არქეოლოგიურ გათხრებს გრაკლიანის გორაზე, სადაც მიაკვლია საქართვ. და კავკასიაში უძველეს წარწერებს (ძვ.წ. X ს.). ამ აღმოჩენამ დიდი საერთაშ. გამოხმაურება გამოიწვია და სრულიად ახლებურად დააყენა საკითხი ძვ. დამწერლობების წარმოშობა-გავრცელების შესახებ. ლ.ვ. აქტიურად მონაწილეობს საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებში. იგი ავტორია 100-ზე მეტი ნაშრომისა, რ-ებიც გამოცემულია სხვადასხვა ქვეყანაში (საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, რუსეტში, უკრაინაში, თურქეთში, ბულგარეთში, საბერძნეთში, დანიაში, იტალიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, ინგლისში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, კანადაში, ესპანეთში, პოლონეთში, შვედეთში, ურუგვაიში, ჩილეში). მინიჭებული აქვს საქართვ. პრეზიდენტის „ბრწყინვალების ორდენი“ (2013); წმ. გრ. ფერაძის მედალი (პოლონეთი, 2016); თსუ-ის საიუბილეო მედალი (2018); თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ. მედალი (2018) და თსუ-ის ოქროს მედალი (2020). იყო ტელეპროექტის „საუბრები არქეოლოგიაზე“ ავტორი და წამყვანი. დოკუმენტური ფილმების სცენარის ავტორი და ერთი სპექტაკლის თანაავტორი. მისი სამუზეუმო საქმიანობა მოიცავდა: ვანისა (1982) და ბორჯომის (1991) მუზეუმების რეექსპოზიციას; გამოფენებს კანადაში, საბერძნეთსა (1996-1999) და გერმანიაში (2015-2016). ლ. ვ. არის ქ. ბორჯომის საპატიო მოქალაქე და ვეტერანი მორაგბე.
თხზ.: ლიჩელი, ვ. (2018). კავკასიის არქეოლოგია. ენციკლოპედია. ანტიკური კავკასია, III; Licheli, V. (2016). Geoarchaeology of Phasis. Journal of Mediterrannean Geography, France; Litcheli, V. (2017). Kommentaren zum archäologischen Kontext des Grakliani Gora von 5.-4. Jahrhundenten v. Chr. In: Georgica. Zeitschrift für Kultur, Sprache und Gesschichte Georgiens und Kaukasiens, 38, Jahrgang , Jena; Licheli, V. (2020). Intellectual Innovations in Georgia 11th-9th Centuries BC: Excavations at Grakliani Hill. In: Ancient Civilizations from Scythia to Siberia 26, Brill, (The Nederland), p. 350-361; Licheli, V. (2021). The Stages of Development of the Local Script in Georgia of the Pagan Age. In: Caucasica Antiqua et Christiana . Warsaw. p. 115-133; Licheli, V. (2025). Imported Seals from Grakliani Gora. In. ACSS.p. 287-297.